ტეხასში ქარიშხალმა „ჰარვიმ" სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

გამოწერა
აშშ-ის ატლანტიკურ სანაპიროს უძლიერესი ქარიშხალი „ჰარვი" დაატყდა.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ტეხასში უძლიერესი ქარიშხალ „ჰარვის" მსხვერპლი სამი ადამიანი გახდა, იუწყება Риа Новости გაზეთ Los Angeles Times-ზე დაყრდნობით.

პოლიციის მოანცემებით, ერთი ადამიანი ხანძრის დროს დაიღუპა, მეორე წყალში დაიხრჩო. მესამე ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მოწმდება. ათზე მეტი ადამიანი დაშავდა.

უზარმაზარი ტალღები - Sputnik საქართველო
ქარიშხალმა "ფერნანდამ" მექსიკის სანაპიროზე მეოთხე კატეგორიას მიაღწია

ელექტროენერგიის გარეშე 350 000 მოქალაქე დარჩა. წაქცეულია ხეები, გადახდილია სახლის სახურავები.

„ჰარვი" ტეხასის შტატს 26 აგვისტოს ღამე დაატყდა. ქარის სიჩქარე საათში 215 კილომეტრს აღწევდა. ეს ყველაზე მძლავრი ქარიშხალია „კატრინას" დროიდან, რომელმაც 2005 წელს 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

თავიდან მას მეოთხე კატეგორია მიენიჭა, მოგვიანებით კი პირველი. „კატრინას" მეხუთე კატეგორია მიენიჭა.

მიუხედავად იმისა, რომ "ჰარვი" ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, ყველაზე საშიში შედეგები შემდგომ შეიძლება განვითარდეს. საუბარია წყალდიდობებზე, რომლებსაც სინოპტიკოსებმა „სიცოცხლისათვის საშიშის" კატეგორია მიანიჭეს.

წვიმა მოსკოვში - Sputnik საქართველო
მოსკოვს ქარიშხალმა გადაუარა

ტეხასის შტატის 50 მხარეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ზოგიერთ რაიონში მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

ზოგიერთი ეკონომისტის თვალსაზრისით, „ჰარვის" შედეგების ლიკვიდაცია ტეხასის ხელისუფლებას 40 მილიარდი დოლარი დაუჯდება და წლების განმავლობაში გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0