ქარიშხალმა "ფერნანდამ" მექსიკის სანაპიროზე მეოთხე კატეგორიას მიაღწია

© AFP 2024 / FRED TANNEAUუზარმაზარი ტალღები
უზარმაზარი ტალღები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქარიშხალი, რომელიც ჰავაისკენ მიიწევს, შეიძლება კიდევ გაძლიერდეს, შემდეგ კი თავის ძალას დაკარგავს.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქარიშხალმა "ფერნანდამ"პარასკევ საღამოს წყნარ ოკეანეში, მექსიკის სანაპიროებთან მეოთხე კატეგორიას მიაღწია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости აშშ–ის ქარიშხლებზე დაკვირვების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

დღეს დილით ქარის სიჩქარე ქარიშხლის შიგნით 215 კმ საათში აღწევდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქარიშხალი, რომელიც ჰავაისკენ მიიწევს, შეიძლება კიდევ გაძლიერდეს, შემდეგ კი თავის ძალას დაკარგავს. მექსიკის სანაპიროსთვის ის საფრთხეს არ წარმოადგენს.

შტორმი ქარიშხალი მას შემდეგ ხდება, რაც მისი სიჩქარე საათში 119 კილომეტრს გადააჭარბებს. პირველი კატეგორიის (საფირ–სიმპსონის შკალის მიხედვით) ქარიშხალი საათში 120 კმ–ზე მეტი უნდა იყოს. მეხუთე კატეგორიის ქარიშხლისას ქარის სიჩქარე საათში 250 კმ–ს აღწევს, რამაც შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.

ყველა ახალი ამბავი
0