ხანძარი ბორჯომის ხეობაში: ბოლო ცნობები

© photo: Sputnik / STRINGERმეხანძრეები ბორჯომის ტყეში
მეხანძრეები ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარი ბორჯომ–ხარაგაულის ტყეში, რომელსაც 20 აგვისტოდან ებრძოდნენ, პრაქტიკულად ჩამქრალია, მეხანძრეები და სამხედროები ცდილობენ, ახალი კერები არ წარმოიქმნას

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ხანძარი ბორჯომ–ხარაგაულის ტყეში ნაწილობრივ ლოკალიზებულია, ადგილზე მუშაობას განაგრძობენ მეხანძრეები და სამხედროები.

ხანძარი სოფელ დაბასთან ტყეში 20 აგვისტოს გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარი უნიკალური ტყე. სიტუაციას ართულებს მთიანი რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი.

ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძრის შედეგები - Sputnik საქართველო
ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები დაფიქსირდა

25 აგვისტოს ფილით ცეცხლის ჩაქრობაში ჩაერთო ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ხანძარს ებრძვის 400 მეხანძრე, 100 მეტყევე, შსს–ს 500 თანამშრომელი, ასევე მეხანძრეები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

"სულ 9 კრიტიკული სექტორი არსებობდა, აქედან ორი უკვე ლიკვიდირებულია", განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტელეკომპანია Imedi–ს ეთერში.

მისი თქმით, მეხანძრეები და სამხედროები ყველა სექტორზე განაგრძობენ მუშაობას, ისინი თვალს ადევნებენ ვითარებას და ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში მაშინვე აქრობენ მას.

თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ძნელად მისაღწევ ადგილებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა მოხსნილია.

"ახლა იქ წყლის მიწოდება შესაძლებელია, რაც ცეცხლთან ბრძოლის შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, ადგილზე მუშაობს მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც აკვირდება, რომ ცეცხლს არ ჰქონდეს ქარის პირობებში გაღვივების საშუალება", – განაცხადა იზორიამ.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ხანძარი ვაზიანის სამხედრო ბაზასთან: დაიწვა დაახლოებით 15 ჰექტარი

მინისტრის თქმით, დილიდან განაგრძობენ მუშაობას ვერტმფრენები და სპეციალური თვითმფრინავი, რომელიც თურქეთმა გამოაგზავნა. ხანძარს ექვსი ვერტმფრენი აქრობს: ორი — საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, ორი — თურქეთის, ერთი — აზერბაიჯანის და ერთი — ბელარუსის.

გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამგზავრებიდან გადაღებულ მასალას მიიღებს, რათა ზუსტად განსაზღვროს ხანძრის ტერიტორია და დაითვალოს ზარალი

რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერ კიდევ უცნობია. ქართულ საზოგადოებაში აქტიურად განიხილავენ ბორჯომის ტყის გამიზნულად გადაწვის საკითხს. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება საქმეზე გრძელდება.

ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ უკვე განაცხადა ბორჯომ–ხარაგაულის ტყე–პარკის აღდგენის მიზნით სახსრების კონსოლიდაციისთვის ანგარიშების გახსნის შესახებ. ამ ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

ყველა ახალი ამბავი
0