ხანძარი ვაზიანის სამხედრო ბაზასთან: დაიწვა დაახლოებით 15 ჰექტარი

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 16–23 აგვისტოს პერიოდში დაფიქსირდა 366 შეტყობინება ხანძრის შესახებ

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ქართული მასმედიის ცნობით, დაიწვა ბალახი დაახლოებით 10–15 ჰექტარზე. ადგილზე მუშაობას განაგრძობს ოთხი სახანძრო ბრიგადა.

ცეცხლმოკიდებული ხეები ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში - Sputnik საქართველო
ერთ კვირაში საქართველოში 366 ხანძარი დაფიქსირდა

ვებ–გვერდ Global Forest Watch–ისინფორმაციით (თანამგზავრიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით) 16-დან 23 აგვისტომდე საქართველოში 366 სახანძრო შეტყობინება დაფიქსირდა.

ვებ-გვერდის მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი შეტყობინება (279) დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, შემდეგ მოდის კახეთი (51) და შიდა ქართლი (16).

Global Forest Watch — ვებ-პლატფორმაა, რომელიც ტყის მასივების მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს. აღნიშნულ ინტერნეტრესურსს მხარს უჭერენ მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი (WRI), Google, საერთაშორისო განვითარების აშშ-ის სააგენტო (USAID) და სხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

ყველა ახალი ამბავი
0