ბორჯომის ტყეში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

© courtesy of Giorgi Kvirikashviliვერტმფრენი აქრობს ხანძარს ბორჯომის ტყეში
ვერტმფრენი აქრობს ხანძარს ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია 20 აგვისტოდან ვერ ხერხდება

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძრის ყველა კერა ლოკალიზებულია, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

ხანძარი სოფელ დაბასთან ტყეში 20 აგვისტოს გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარი უნიკალური ტყე. სიტუაციას ართულებს მთიანი რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი. ხანძრის ჩაქრობაში 1500 მეხანძრე, შსს-ს თანამშრომელი და სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

„დღეს უკვე საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას ვაგრძელებთ", — განუცხადა ჟურნალისტებს მღებრიშვილმა.

გიგლა აგულაშვილი - Sputnik საქართველო
გიგლა აგულაშვილი: ბორჯომის ტყეში ხანძრისას ცხოველები სავარაუდოდ არ დაღუპულან

ხანძარს ექვსი ვერტმფრენი აქრობს: ორი — საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, ორი — თურქეთის, ერთი — აზერბაიჯანის და ერთი — ბელარუსის.

„ცოცხალი ძალის დამატება დაგვჭირდა, იმიტომ რომ ავიაციის ეფექტური მუშაობის შემდგომ ის წვრილ-წვრილი კერები, რომელიც არის დარჩენილი, უკვე ხელით არის დასამუშავებელი და ცოცხალმა ძალამ უნდა იმუშაოს. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში პრობლემა გადაწყვეტილი იქნება", — აღნიშნა მან.

ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძრის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს სხვა ტყეებსა და მინდვრებში ერთდროულად გაჩნდა ხანძრები. საზოგადოება საგანგებოდ დაგეგმილ დივერსიაზე ალაპარაკდა. უფრო მეტიც, ბორჯომის ტყეში მოხალისეებმა ბენზინის კანისტრა და ბოთლის ნატეხები აღმოაჩინეს, რომელიც, მათი თქმით, „მოლოტოვის კოქტეილს" ჰგავდა.

ლევან იზორია საჯარისო ნაწილთან ერთად - Sputnik საქართველო
ბორჯომის ხეობაში მეხანძრეებს სამხედროები ეხმარებიან

შს მინისტრი მიიჩნევს, რომ მომხდარის ვერსიებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია და გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ.

„მოდით, ვერსიებზე წინასწარ არ ვილაპარაკებთ, დაველოდოთ გამოძიებას. როგორ ინტენსიურადაც მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის პროცესი, ისე ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიებაც", — დასძინა მან.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 187-ე მუხლით („ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით"), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0