ბორჯომის ხეობაში მეხანძრეებს სამხედროები ეხმარებიან

გამოწერა
პარასკევს დილიდან 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში იღებს მონაწილეობას

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის 1000 ზე მეტი სამხედრო მოსამახურე ბორჯომის ხეობაში დილიდან არის დისლოცირებული, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსმსახური იტყობინება.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საჯარისო ნაწილები 24 ოქტომბრიდან ჩაერთნენ.

გიორგი კვირიკაში ბორჯომის ხეობაში ხანძრის ადგილზე - Sputnik საქართველო
პრემიერმა ბორჯომის ხეობაში საჯარისო ნაწილის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო

ბორჯომის ხეობაში ჯარისკაცების გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ტექნიკა და ცეცხლმაქრი საშუალებებია მობილიზებული.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საგანგებო შტაბში პრემიერ მიისტრთან გამართულ თათბირს დაესწრო და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ.

ხანძრის ეპიცენტრი კურორტ ბორჯომიდან 11 კილომეტრში მდებარეობს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, მოსახლეობას და დამსვენებლებს საფრთხე არ ემუქრებათ.
ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ  ბორჯომის ტყეში ხანძარი განზრახ გააჩინეს.
ბორჯომ-ხარაგაულის ტყის აღდგენისა და ხანძრის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ გახსნა სპეციალური ანგარიშები. ნებისმიერ მსურველს, მათ შორის უცხოეთში მცხოვრებს, შეუძლია ანგარიშზე თანხის გადარიცხვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0