პრემიერმა ბორჯომის ხეობაში საჯარისო ნაწილის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაში ბორჯომის ხეობაში ხანძრის ადგილზე
გიორგი კვირიკაში ბორჯომის ხეობაში ხანძრის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის განცხადებით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში საჯარისო ნაწილის ჩართვის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის გამოყენების საჭიროების გამო მიიღო

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ჩვენ მიერ გაყვანილი გზებით ცეცხლის ყველა ზონასთან მიგვიწვდება ხელი, ამიტომ ამ ეტაპზე არის საჯარისო ნაწილის ჩართვის საჭიროება, ამის შესახებ დღეს ბორჯომის ხეობაში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბორჯომ–ხარაგაულის ტყეში ცეცხლს 20 აგვისტოდან ებრძვიან. იქ იმყოფებიან საქართველოს პრემიერი და მთავრობის წევრები. შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

მეხანძრეები ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
ხანძარი ბორჯომის ხეობაში: ბოლო ცნობები

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანება სამხედრო მოსამსახურეების ხანძრის ჩაქრობის პროცესში გამოყენების შესახებ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

"1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა აღმოსავლეთ სარდლობიდან და აქამდე ვინც მუშაობდა, ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას. უკვე ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და დღის ბოლოსთვის, ვფიქრობთ, რომ გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად პერიოდულად ვითარების გაუარესებისა, საერთო ჯამში დადებითი დინამიკა შეინიშნება.

"როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ… უკვე გაერთიანებული ძალებით, ჩვენ, ალბათ, უკვე მივალთ იქამდე, რომ გადავალთ ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე. ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ საქმეს, ჩვეულებრივად ერთობლივი შტაბი გააგრძელებს მუშაობას", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა ზონაში მიღებულია პრევენციული ზომები და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

გარდა ცოცხალი ძალისა, ცეცხლის ჩაქრობაში ასევე ჩართულია ექვსი ვერტმფრენი და სპეციალური თვითმფრინავი თურქეთიდან. ვერტმფრენებიდან ორი ქართულია, ორი — თურქეთიდან, ერთი — აზერბაიჯანიდან და კიდევ ერთი — ბელარუსიდან.

გარდა საავიაციო ტექნიკისა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოს დასახმარებლად თავისი მეხანძრეები გამოგზავნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0