ხანძარი ბორჯომის ხეობაში: ბოლო ცნობები

© photo: Sputnik / STRINGERმეხანძრეები ბორჯომის ტყეში
მეხანძრეები ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღის ბოლოსთვის ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძარი გრძელდება, ამ მომენტისათვის არსებობს სამი აქტიური კერა, ორი მათგანი კურორტ ბორჯომის მახლობლად მდებარეობს.

ხანძარი ტყეში სოფელ დაბის მახლობლად 20 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობას ართულებს მთიანი რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი.

ამ მომენტისათვის ვერტმფრენებმა და თვითმფრინავმა დილის 06:00 საათამდე მუშაობა შეწყვიტეს, ცეცხლს მეხანძრეები აქრობენ.

„ამჟამად არის სამი აქტიური კერა, დანარჩენებში სალიკვიდაციო სამუშაოები ტარდება. სამიდან ორი კერა ბორჯომთან ახლოს მდებარეობს,  ერთს ვაკვირდებით  - იქ, ძირითადად, ბალახი იწვის და თუ ცეცხლი ქვემოთ ჩამოვა, უფრო მეტი ძალების მობილიზაციას მოვახდენთ“, — განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. 

ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
ბორჯომის ხეობაში 100 ჰექტარამდე ტერიტორია დაიწვა

მისი თქმით, ხანძრის აქტიურ კერებთან მისვლა ძალიან რთულია და ღამით მეხანძრეებს ცეცხლის გაკონტროლება უწევთ, რათა ის სხვაგან არ გავრცელდეს.

მინისტრის თქმით, ეს ხანძრის ახალი კერებია. სამი მთავარი კერა, სადაც ხანძარი სამი დღის განმავლობაში მძვინვარებდა, ლოკალიზებულია.

„რთული სათქმელია, ხანძრის ლოკალიზება როდის მოხდება. თუმცა უმეტეს ადგილებში, სადაც ორი-სამი დღის წინ ძლიერი ხანძარი იყო, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიდის. სალიკვიდაციო სამუშაოებს დიდი დრო დასჭირდება, რადგან ფართობი დიდია. იქ ფეხით უნდა მოხდეს გავლა, ნიადაგის დამუშავება ბარებითა და წყლით ხელით უნდა მოხდეს, რადგან იქ ტორფი იწვის“, — განაცხადა ალავიძემ.

წინასწარი მონაცემებით, ხანძარმა უკვე 100 ჰექტარი ტყე გაანადგურა. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ექვსი ვერტმფრენი და სპეციალური თვითმფრინავი — ორი ვერტმფრენი საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნის, ერთი — აზერბაიჯანის სამაშველო სამსახურს, კიდევ ერთი — ბელარუსს, ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი თურქეთმა გამოგზავნა.

ბოთლის ნამსხვრევები ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
დავით ქაცარავა და მისი მეგობრები დაკითხვაზე დაიბარეს

ადგილზე მუშაობს 400 მაშველი-მეხანძრე, 100 მეტყევე და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი, ასევე მეხანძრეები და ტექნიკა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

ხანძრის ეპიცენტრი კურორტ ბორჯომიდან 11 კილომეტრში მდებარეობს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, მოსახლეობას და დამსვენებლებს საფრთხე არ ემუქრებათ.

ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ  ბორჯომის ტყეში ხანძარი განზრახ გააჩინეს.

ბორჯომ-ხარაგაულის ტყის აღდგენისა და ხანძრის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ გახსნა სპეციალური ანგარიშები. ნებისმიერ მსურველს, მათ შორის უცხოეთში მცხოვრებს, შეუძლია ანგარიშზე თანხის გადარიცხვა. 

ანგარიშების ნომრების ნახვა შეგიძლიათ აქ.

 


ყველა ახალი ამბავი
0