დავით ქაცარავა და მისი მეგობრები დაკითხვაზე დაიბარეს

© FB / Beso Chubinidzeბოთლის ნამსხვრევები ბორჯომის ტყეში
ბოთლის ნამსხვრევები ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ კერებთან მუშაობისას მოხალისეებმა აღმოაჩინეს ბოთლი, რომელზეც თეთრი ნაჭერი იყო შემოხვეული და სპეციფიკური სუნი ჰქონდა. მათი განცხადებით, ეს ბენზინის სუნს ჰგავდა.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა და მისი მეგობრები, რომლებიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში მოხალისეებად არიან ჩართული, შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს.

"პოლიციის თანამშრომელმა მთხოვა აქ მოსვლა, ნივთმტკიცებას გადავცემ და დამკითხავენ. ნაპოვნი გვაქვს ბოთლის ნამსხვრევები", — განაცხადა ქაცარავამ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძრის შედეგად დამწვარი ხეები - Sputnik საქართველო
ბორჯომის ტყეში ნაპოვნია ბენზინის კანისტრა

დავით ქაცარავას ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე დაბარება დილით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.

დილით დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ რომ ახალ კერებთან მუშაობისას მან და მისმა მეგობრებმა აღმოაჩინეს ბოთლი, რომელზეც თეთრი ნაჭერი იყო შემოხვეული და სპეციფიკური სუნი ჰქონდა. მოხალისეების განცხადებით, ეს ბენზინის სუნს ჰგავდა.

ქაცარავას მეგობარი ბესო ჩუბინიძე Facebook-გვერდზე წერს, რომ სოფელ დაბის შესასვლელთან ერთ-ერთი მთის მარცხენა ფერდობის ბოლო მაღლობზე მათმა ოთხკაციანმა ჯგუფმა აღმოაჩინა ბოთლი, რომელიც ძალიან წააგავდა ე. წ. "მოლოტოვის კოქტეილს".

"დამსხვრეული ბოთლის ყელში იყო დამწვარი ნაჭერი ჩარჩენილი, თავად ბოთლი კი საწვავის სუნით იყო გაჟღენთილი… არ ვამტკიცებთ, რომ ეს დივერსიული აქტია, ვამბობთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია!", — წერს ჩუბინიძე.

რამდენიმე დღეა, ქართულ საზოგადოებაში განიხილავენ ბორჯომის ტყის გამიზნულად გადაწვის მოსაზრებას. საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამართალდამცველები ყველა ვერსიაზე მუშაობენ და საზოგადოებას მოუწოდა, წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავონ.

ქართულ მასმედიაში ასევე ბორჯომის ხეობაში განთავსებული სასტუმროების ადმინისტრატორებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის თანამშრომლები სასტუმროებში ითხოვენ ინფორმაციას ტურისტების შესახებ, რომლებიც მათთან 18-21 აგვისტოს ისვენებდნენ, იღებენ დამსვენებლების პირად მონაცემებსა და მათ ტელეფონის ნომრებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0