გიგლა აგულაშვილი: ბორჯომის ტყეში ხანძრისას ცხოველები სავარაუდოდ არ დაღუპულან

გამოწერა
ზუსტი ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი, რაც ცეცხლი საბოლოოდ იქნება ლიკვიდირებული და სპეციალისტები ტერიტორიის დათვალიერება-გამოკვლევას შეძლებენ.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. მეხანძრეებს ბორჯომის ტყეში ცეცხლის ქრობისას დაღუპული ცხოველები ან ფრინველები არ უნახავთ, განუცხადა ჟურნალისტებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.

„არ გვაქვს ინფორმაცია, რომ მეხანძრე-მაშველებს დახოცილი ცხოველი ან ფრინველი ენახათ“, — აღნიშნა მან.

მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ცეცხლი მძვინვარებდა, მსხვილი ძუძუმწოვარა ცხოველები არც ბინადრობდნენ.

მეხანძრეები ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
ხანძარი ბორჯომის ხეობაში: ბოლო ცნობები

„არ არის ვარაუდი, რომ აქ იქნებოდა მსხვილი ძუძუმწოვრები, რადგან მათ, მაგალითად, დათვებს, დასახლებულ პუნქტთან, მითუმეტეს გადამწვარ ტერიტორიასთან ბინა არ ექნებოდათ და ისინი აუცილებლად დააღწევდნენ თავს“, — განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

მინისტრის თქმით, ხანძარს ასევე დააღწევდნენ თავს ირმებიც და შვლებიც, თუკი მათ ნახანძრალ ტერიტორიაზე ჰქონდათ ბინა.

გიგლა აგულაშვილი აღნიშნავს, რომ ზუსტი ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი, რაც ცეცხლი საბოლოოდ იქნება ლიკვიდირებული და სპეციალისტები ტერიტორიის დათვალიერება-გამოკვლევას შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0