თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა მთამსვლელებმა წარმატების დაასრულეს ექსპედიცია ცენტრალურ აზიაში ტიან–შანზე და ავიდნენ მწვერვალ ხან–თენგრიზე (7010 მეტრი), დაწერა თავის Facebook–გვერდზე ალპინისტმა ბექარ ფაჯიშვილმა.
ასვლის დროს ქართველი ალპინისტების ჯგუფმა გასაჭირში ჩავარდნილი ორი უცხოელი კოლეგა გადაარჩინა.
"ეს იყო უდიდესი ახალი გამოცდილება ჩვენი გუნდისათვის, რომელიც ასპარეზს გვიშლის შემოდგომი რთული ასვლებისათვის", – დაწერა ფაჯიშვილმა.
ქართველი ალპინისტები მადლობას უცხადებენ საქართველოს ალპინისტთა გაერთიანებულ ფედერაციას და ყაზბეგის რაიონულ ადმინისტრაციას ექსპედიციის განხორციელებაში დახმარებისთვის.
ექსპედიცია ივლისის ბოლოს დაიწყო და თითქმის ერთ თვეს გაგრძელდა. ქართველ მთამსვლელებს მოუწიათ ღამის გათენება თოვლის გამოქვაბულში 5,8 ათას მეტრ სიმაღლეზე, რთული მარშრუტების გადალახვა, ხოლო დილით კვლავ ახალი სიმაღლეების დაპყრობა.
"კიდევ წავალ მთაში. იქ კიდევ ბევრის აღმოჩენას ველი. ეს გამოცდილება ახლა ჩემთვის უალტერნატივოა, ნამდვილი ცხოვრებაა. ვერც ერთი ცოდნის ტაძარი ვერ ჩაანაცვლებს მას. ის ერთადერთია. როგორ შეიძლება ის ერთადერთი იყოს? ზუსტად ისე, როგორც საყვარელ ადამიანს ვეძახით ერთადერთს", – წერს ფაჯიშვილი.
ტიან–შანზე ასვლის შესახებ ასევე ისაუბრა ამ ექსპედიციის მონაწილე ალპინისტმა ირაკლი გუჯაბიძემ.
"ნამდვილად ახალი ეტაპი და საფეხური დადგა ჩვენს ცხოვრებაშიც და ალბათ ქართულ ალპინიზმშიც, ვულოცავ ბიჭებს", დაწერა გუჯაბიძემ Facebook–გვერდზე.
ცენტრალური ტიან–შანი საერთაშორისო ალპინიზმის ნამდვილი მექაა. ხან–თენგრი წვეტიანი პირამიდისებური პიკია ცენტრალურ ტიან-შანში, თენგრითაღის ქედზე, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის საზღვარზე.
ბექარ ფაჯიშვილი მთებით 15 წლისა დაინტერესდა. ახლა 21 წლისაა და ექვს წელიწადში მოასწრო 30–ჯერ კავკასიის ყველაზე რთულ მარშრუტებზე ასვლა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველთვის ძლიერი ალპინისტებით იყო სახელგანთქმული, ამჟამად სულ ოციოდე მთამსვლელია.
ადრე ფაჯიშვილმა "Sputnik–საქართველოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ 1984 წელს მომხდარმა ტრაგედიამ, როდესაც უშბაზე ზვავმა ექვსი ალპინისტის სიცოცხლე შეიწირა, სპორტის ამ სახეობის განვითარება შეაფერხა, რადგან ცნობილი და უძლიერესი ალპინისტები დაიღუპნენ. ფაჯიშვილმა პირობა დადო, რომ თავის თანამოაზრე მეგობრებთან ერთად ალპინიზმს კვლავ პოპულარულ სპორტად აქცევს საქართველოში.