საქართველოს აღმოსავლეთით უსინათლოების ჯგუფმა თოვლსა და ქარში მთის მწვერვალი დაიპყრო

გამოწერა

საქართველოს უსინათლოების კავშირმა ინვალიდების საერთაშორისო დღეს უსინათლოების ჯგუფის ელიას მთაზე (დედოფლისწყაროს რაიონი) ასვლა მოაწყო.

როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, საკუთარი აქციით მათ სურდათ ადამიანის ორგანიზმის შესაძლებლობების დემონსტრირება და ის, რომ მხედველობადაკარგულ ან რაიმე სხვა ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებს ბევრის მიღწევა შეუძლიათ.

მთის მწვერვალზე ასვლაში ოთხ უსინათლოს პროფესიონალი ალპინისტები ეხმარებოდნენ. როგორც მათ განაცხადეს, მიღებული იყო უსაფრთხოების ყველა ზომა, და ხალხს, რომლებიც მწვერვალის დაპყრობაში მონაწილეობდნენ, ასეთ ამინდშიც კი არაფერი ემუქრებოდა.

ასვლის შემდეგ ორგანიზატორებმა 10 უსინათლოსგან შემდგარი ჯგუფისათვის მოაწყოა ექსკურსია ღვინის მარანში, ასევე თონის საცხობში – სადაც ყველა მსურველს შეეძლო ქართული პურის გამოცხობა. მოგზაურობის მონაწილეები ასევე ადგილობრივ ეკლესიაშიც იყვნენ და ეწვივნენ სასაფლაოსაც, სადაც 2008 წლის აგვისტოში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები არიან დაკრძალულები.

ინვალიდების საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში 3 დეკემბერს აღინიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0