ჯანდაცვის სამინისტრო: როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშივირუსისგან თავდაცვის ზომები აერპორტ „შერემეტევოს“ ტერიტორიაზე
ვირუსისგან თავდაცვის  ზომები აერპორტ „შერემეტევოს“ ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძართან ახლოს მყოფმა ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა, ორსულმა ქალებმა და ხანდაზმულმა ადამიანებმა, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა რეკომენდაციები იმის შესახებ, როგორ უნდა მოიქცნენ ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძრის ზონასთან ახლოს მყოფი პირები.

ხანძარი სოფელ დაბას მახლობლად ტყეში 20 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას აფერხებს რთული რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი. ამჟამად მეხანძრეები ცდილობენ ხანძრის ერთბაშად სამი კერის ჩაქრობას, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობენ.

ჯამდაცვის სამინისტრო ასთმის, ფილთვის ქრონიკული დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავდებების მქონე პირებს, ხანდაზმულებს, ბავშვებს, ორსულებსა და მწეველებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
ხანძარი ბორჯომში: ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება

"ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და მოზრდილები მოერიდეთ გარეთ გასვლას და ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისა და ჭვარტლისგან თავის დასაცავად, გამოიყენეთ პირბადე", — ნათქვამია რეკომენდაციებში.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების დროს მოსახლეობას მოუწოდებს დარჩეს შენობაში, შეინარჩუნოს დაბალი ტემპერატურა და არ გააღოს ფანჯრები, უზრუნველყოს ჰაერის დაბინძურების ყველა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ: სიგარეტის გამონაბოლქვი, ღუმელის გამოყენება, აეროზოლის მიმოფრქვევა და ა.შ.

რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირებს სამინისტრო ურჩევს გამოიყენონ რესპირატორები.

საჭიროების შემთხვევაში უწყება მზად არის მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდება უზრუნველყოს.

ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

ამჟამად ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს სამი ვერტმფრენი — ორი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და ერთი აზერბაიჯანის სამაშველო ვერტმფრენი, ასევე ელოდებიან ვერტმფრენებსა და თვითმფრინავს თურქეთიდან და დახმარებას სომხეთიდან.

ბოლო მონაცემებით, დაიწვა 12 ჰექტარი ტყე. ხანძარს ებრძვის 400 მეხანძრე დაშსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი.

მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. ადგილზე იმყოფებიან მთავრობის დანარჩენი წევრებიც.

ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძრის ზონაში სიტუაციის განვითარებას თვალი ადევნეთ "Sputnik-საქართველოს" ვებ-გვერდზე >>

ყველა ახალი ამბავი
0