საქართველოში კვირას ოთხი ხანძარი ჩააქრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მეხანძრეებს "ცეცხლოვანი" დრო უდგათ

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე მაშველებმა 20 აგვისტოს ოთხი ძლიერი ხანძარი ჩააქრეს, ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ლისის ტბაზე ხანძარი ლოკალიზებულია

კერძოდ, დღის დაახლოებით სამ საათზე ხანძარი გაჩნდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცეცხლი ბალახსა და მწვანე ნარგავებს მოედო. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 25-მდე მეხანძრე-მაშველმა დაახლოებით 1000 კვ/მ ფართობზე ხანძრის ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი მოხდა დაბა სურამშიც — ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს დაახლოებით 3 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოედო. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად შეძლეს.

ხანძარს ებრძოდნენ ამბროლაურის რაიონის სოფელ ჩორჯოსთან მიმდებარე ტერიტორიაზეც. დაიწვა 15 ათასი კვადრატული მეტრი ტყის მასივი, ბალახი და ბუჩქები. ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. მათ, მიუხედავად რთული რელიეფისა, ცეცხლის ლიკვიდირება საკმაოდ სწრაფად შეძლეს.

ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის ტყეში - Sputnik საქართველო
ბორჯომის ტყე ცეცხლში: დამწვარია უკვე 5 ჰექტარზე მეტი

ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისციხეში ტყესთან ახლოს დაახლოებით 10 ათასი კვადრატული მეტრი დაიწვა. მეხანძრეების ოპერატიული რეაგირების წყალობით ცეცხლი ახლომდებარე ტყის მასივზე არ გავრცელდა.

ასამდე მეხანძრე კიდევ ებრძვის ხანძარს ბორჯომი-ხარაგაულის ტყეში, სოფელ დაბასთან. უკვე დაახლოებით ხუთი ჰექტარი დაიწვა.

რთული რელიეფის გამო მეხანძრეებს ტექნიკის ცეცხლის კერამდე მიყვანა უჭირთ. ხანძრის ჩაქრობაში ამოქმედებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები.

 

ყველა ახალი ამბავი
0