ბორჯომის ტყე ცეცხლში: დამწვარია უკვე 5 ჰექტარზე მეტი

© Borjomi Municipalityხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის ტყეში
ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის ტყეში კვირას დღისით დაიწყო და ჯერ არ ჩაუქრიათ

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ხანძარმა ბორჯომი-ხარაგაულის ტყეში, სოფელ დაბასთან ახლოს, უკვე გაანადგურა ტყის 5 ჰექტარზე მეტი, მეხანძრეები განაგრძობენ მუშაობას, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხანძარი 20 აგვისტოს დღისით დაიწყო. ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლის სწრაფი გავრცელების მიზეზი ძლიერი ქარი გახდა. დაბნელებამდე ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენი მონაწილეობდა. მთელი ღამე მეხანძრეების გზას წმენდნენ, რომ ადგილზე სპეცტექნიკა მისულიყო.

ამჟამად ადგილზე 200-მდე მეხანძრე მუშაობს, ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ განაცხადა, რომ მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას დღის მეორე ნახევარში ვარაუდობენ.

"საბედნიეროდ, ლოკალიზაციისკენ მიდის ხანძარი. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა, მეორე მხრიდან გზა გაკეთდა, საიდანაც უკვე დაიწყო მოძრაობა სახანძრო მანქანებმა. ადგილზე არიან მაშველები, სატყეო სამსახური. ვერტმფრენი აწარმოებს სამაშველო სამუშაოებს და ვფიქრობ, რომ დღის მეორე ნახევრისთვის ლოკალიზებული იქნება ხანძარი, ლიკვიდირებული კი საღამოს", — განაცხადა გვაზავამ.

ბორჯომში, სოფელ დაბის ტერიტორიაზე ტყის მასივის ნაწილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწვა. ამ ტერიტორიაზე ბოლო წლებში დამწვარი ტყის მასივის აღდგენის სამუშაოები წარმოებდა.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქონების დაზიანების მუხლით.

 

ყველა ახალი ამბავი
0