ლისის ტბაზე ხანძარი ლოკალიზებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლი ძირითადად გამხმარ ბალახს ეკიდა, თუმცა დაიწვა რამდენიმე წიწვოვანი ხეც

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ცოტა ხნის წინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

© photo: Sputnikხანძარი ლისის ტბის ტერიტორიაზე
Клубы дыма над территорией озера Лиси - Sputnik საქართველო
ხანძარი ლისის ტბის ტერიტორიაზე

ცეცხლი დაახლოებით 1,5 კვმ-ზე იყო გავრცელებული. ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე ცეცხლის სრული ლიკვიდაციისთვის კვლავ მუშაობენ მეხანძრეები. ცეცხლი ბალახზე იყო გავრცელებული, თუმცა დაიწვა რამდენიმე წიწვოვანი ხეც“ — განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა.

ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0