GEM Fest-ის ორგანიზატორების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი რაიონულ სასამართლოში
მოსამართლის ჩაქუჩი რაიონულ სასამართლოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest-ის ორგანიზატორებს თანამშრომლების წინაშე სახელფასო დავალიანება დაუგროვდათ.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest-ის თანამშრომლებმა ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში მათი სახელფასო დავალიანების გადახდის მოთხოვნით სარჩელი შეიტანეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ფესტივალის ორგანიზატორი იყო კომპანია "არტ პლატფორმა", რომლის ხელმძღვანელია გიორგი სიგუა.

GEM Fest 2017 - Sputnik საქართველო
სკანდალური GEM Fest-ი: რა ჩვენება მისცა გამოძიებას გიორგი სიგუამ

ახალგაზრდები სარჩელში კუთვნილ ხელფასს მოითხოვენ და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულნი არიან. სარჩელის განსახილველად მიღების გადაწყვეტილებას სასამართლო ხუთი დღის განმავლობაში მიიღებს.

GEM Fest-ის თანამშრომლებმა კუთვნილი ხელფასის მიღების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს.

ფესტივალის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე სიგუამ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ წელს ფესტივალი ფინანსურად მომგებიანი არ იყო. მისი თქმით, ეს სტუმრების ნაკლებობითა და უამინდობით იყო განპირობებული. გარდა ამისა, ფინანსური სირთულეების კიდევ ერთ მიზეზად სიგუამ არენდატორების მიერ არენდის გადაუხდელობა დაასახელა.

ფესტივალი GEM Fest 2017 - Sputnik საქართველო
სკანდალური GEM Fest-ი: ორგანიზატორი ვალების გასტუმრების პირობას დებს

აგრეთვე სიგუამ განაცხადა, რომ სახელფასო დავალიანებას უახლოეს დღეებში დაფარავდა, თუმცა თავისი დაპირება მას ჯერჯერობით არ შეუსრულებია.

GEM Fest — 2017 საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალურ ფესტივალად იქცა. ინტოქსიკაციის გამო ფესტივალის სტუმარი, 22 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმეს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, რის გამოც ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკებით ვაჭრობის შესახებ ალაპარაკდნენ.

გარდა ამისა, ფესტივალზე შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით "დიდი ოდენობით ქონების დაზიანება". საქმეს იძიებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0