საკონსტიტუციო რეფორმა: დიალიოგი განახლდა

© FB / საქართველოს პარლამენტისაპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა

მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგზე დათანხმდა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას მოლაპარაკებების მაგიდასთან აპირებს.

პარასკევს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საკუთარი წინადადებები არ წარუდგენიათ, მათ მხოლოდ ოპოზიციის მოთხოვნები მოისმინეს, რომლებიც უცვლელი დარჩა.

უკმაყოფილების მთავარი საბაბი

ცვლილებებთან დაკავშირებით ძირითადი პრეტენზიები ეხება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას, პარლამენტში ადგილების განაწილებასა და საპარლამენტო არჩვენების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღს.

თბილისი - Sputnik საქართველო
უსასრულო კამათი: ხელისუფლებასა და ოპოზიციას სტრასბურგში ელიან

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 150 დეპუტატისგან შემდგარი პარლამენტი აირჩევა არა დღეს არსებული შერეული სისტემით — 77 დეპუტატი პროპორციული სიებით და 73 — ერთმანდატიანით, არამედ მთლიანად პროპორციულით. ვენეციის კომისიამ ეს დადებითად შეაფასა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სიახლე ძალაში შევა არა 2020 წლის არჩევნებისთვის, არამედ 2024 წელს.

გარდა ამისა, არჩევნებზე მონაწილეობის მიღების მიზნით საარჩევნო ბლოკების შექმნა იკრძალება.

ასევე იცვლება პარლამენტში ადგილების განაწილების პრინციპი. მოქმედი სისტემით, მანდატები პარტიებს შორის პირველ რიგში მიღებული ხმების შესაბამისად ნაწილდება. დარჩენილი მანდატების ნაწილს გადასცემენ იმ პარტიებს, რომლებმაც პარლამენტში ექვსზე ნაკლები ადგილი მიიღეს, რათა მათ ფრაქციების შექმნა შეძლონ, ხოლო დანარჩენ ნაწილს რიგითობის მიხედვით პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს შორის ანაწილებენ.

ახალი სისტემით, ყველა გაუნაწილებელი ადგილი იმ პარტიას ერგება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს პარლამენტში.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
რა არის საკონსტიტუციო რეფორმის მიზანი

 მიღებული გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მიღებული ძირითადი მანდატების 35%-ს. თუ გაუნაწილებელი მანდატი მეტი აღმოჩნდება, მათ პროპორციულად გაანაწილებენ იმ დანარჩენ პარტიებს შორის, რომლებმაც არანაკლებ 5%-ისა მიიღეს. გარდა ამისა, მიღებული მანდატების რაოდენობა 89-ს არ უნდა აღემატებოდეს.

იცვლება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის სისტემაც. თუ აქამდე პრეზიდენტს მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევდა, ახლა მას 300 ხმოსანი აირჩევს. ხმოსნების შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წევრები და რეგიონების თვითმმართველობების წარმომადგენლები.

მზადყოფნა კომპრომისისთვის

ოპოზიციის პრეტენზიების მოსმენის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაზემ განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება შიდა კონსულტაციების შემდეგ.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ საკითხებს მმართველ გუნდში განვიხილავთ, შევძლებთ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენი პოზიცია გავაცნოთ. დღევანდელი შეხვედრა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მოხდეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა ოპოზიციური პარტიებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში ერთი მაგიდის ირგვლივ“, — განაცხადა თალაკვაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის კომპრომისზე წავიდეს.

„მზად რომ არ ვყოფილვიყავით, დილაოგი არ შედგებოდა“, — აღნიშნა თალაკვაძემ.

მისი თქმით, უმრავლესობაში კონსულტაციები  მას შემდეგ დაიწყება, რაც პარტიები საკუთარ მოთხოვნებს წერილობით სახით წარადგენენ.

ამასთან, ოპოზიცია ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელის.

„ხელისუფლებამ პირობა მოგვცა, რომ მომდევნო კვირას ყველა კითხვაზე პასუხს მივიღებდით. სწორედ მის პასუხზე იქნება დამოკიდებული, მიუჯდება თუ არა ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდას. ამ კითხვებზე პასუხის გარეშე ისე გამოდის, რომ ხელისუფლება ჯერჯერობით კონსენსუსითვის მზად არ არის და მის იმიტირებას ცდილობს“, — გაახმოვანა ოპოზიციის აზრი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა შალვა შავგულიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0