რა არის საკონსტიტუციო რეფორმის მიზანი
„საკონსტიტუციო რეფორმის მიზანია ქვეყნის ძირითადი კანონის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრინციპებთან, სახელმწიფო მმართველობის ფორმის დახვეწა, საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და, შედეგად, ევროპულ ოჯახში საქართველოს ადგილის დამკვიდრება", – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში გამართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა".
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციური დემოკრატია არის ის საფუძველი, რომელსაც უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკა.