თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების წინ ირლანდიისა და ავსტრიის გუნდების წინააღმდეგ ეროვნული გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
გაფართოებულ სიაში სლოვაკმა სპეციალისტმა 33 ფეხბურთელი შეიყვანა. ვაისი საბოლოო გადაწყვეტილებას შემდეგ კვირაში მიიღებს. გუნდები ვარჯიშს 28 აგვისტოს დაიწყებენ.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი).
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყახაზეთი), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი),სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი,რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია).
ნახევარმცელები: ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), თეიმურაზ შონია (დინამო, ბათუმი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო, თბილისი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკს, აშშ), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია).
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ვლადიმერ დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).
საქართველოს ნაკრები ირლანდიის წინააღმდეგ 2 სექტემბერს, ხოლო ავსტრიის წინააღმდეგ — 5 სექტემბერს ითამაშებს.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში ჩატარებული ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და მეხუთე ადგილს იკავებს. ირლანდია 12 ქულით სერბეთთან ერთად ჯგუფის სათავეშია, ხოლო ავსტრილები აქტივში რვა ქულით მოთხე ადგილზე განთავსდნენ.