რევოლუცია ფეხბურთში: FIFA ვიდეომსაჯობის სისტემას ნერგავს

© photo: Sputnik / Нина Зотина / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთის გულშემატკივრები
ფეხბურთის გულშემატკივრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
1986 წელს მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე VAR-ი რომ არსებულიყო, დიეგო მარადონას ლეგენდარული „ღმერთის ხელი“ ნამდვილად გაბათილდებოდა.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. დისკუსია ვიდეოგამეორებების დანერგვის თაობაზე უკვე მრავალი წელია, მიმდინარეობს. გასულ წელს FIFA-მ ვიდეომსაჯობის სისტემის (Video Assistant Referee, VAR) გამოყენება დაიწყო. პირველად ასეთი ტექნოლოგია ფედერაციამ ფეხბურთში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისას გამოიყენა, რომელიც იაპონიაში ჩატარდა 2016 წელს, მეორედ კი რუსეთის კონფედერაციის თასის გათამაშებისას 2017 წელს.   

ესპანეთის სამოქალაქო გვარდია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შტაბ-ბინასთან - Sputnik საქართველო
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

სისტემა VAR-ი რამდენიმე ვიდეოკამერისგან შედგება, რომელთა მიერ გადაღებული კადრები ცალკე ოთახში განთავსებულ სპეციალურ არბიტრებთან ტრანსლირდება, სადაც მათ სადავო მომენტების სხვადასხვა რაკურსით ნახვის საშუალება აქვთ. ამის შემდეგ ისინი ან შეასწორებენ მოედანზე მყოფი მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებას, ან დაეთანხმებიან მას.

სისტემას უკვე გამოუჩნდნენ მომხრეებიცა და მოწინააღმდეგეებიც. საფეხბურთო „პურიტანელებს“ მიაჩნიათ, რომ მსგავსი ტექნოლოგიური მიღწევები ხელს შეუშლის თამაშის რიტმს, წაართმევს მას მოულოდნელობის მომენტებსა და გარკვეულ ავთენტურობას, რაც სწორედ ადამიანური ფაქტორებითაა განპირობებული.

მათი თქმით, 1986 წელს მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე VAR-ი რომ არსებულიყო,  დიეგო მარადონას ლეგენდარული „ღმერთის ხელი“ ნამდვილად გაბათილდებოდა.

FIFA-ს ყოფილ მსაჯსა და მსაჯთა კომისიის წევრ ხორხე ლარიონდა  Sputnik Mundo-სთან ინტერვიუში აცხადებს:

„ამას ისე უნდა მოვეკიდოთ, როგორც აუცილებლობას ფეხბურთში. ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც იცავს მატჩების შედეგებს და მსაჯების გადაწყვეტილებების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ეს ფეხბურთის დახმარების მეთოდია“.

ლარიონდამ დააზუსტა, რომ ვიდეოფიქსაციის სისტემა ოთხ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული: მოედნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას (წითელი ბარათი), გოლის სამართლიანობის შესამოწმებლად, პენალტის დასანიშნად და მოედანზე მყოფი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილების შესასწორებლად იმ შემთხვევაში, თუ მან შეცდომა დაუშვა.

სისტემის დანერგვით თამაშის პრაქტიკულად ნებისმიერი მომენტის გაპროტესტებაა შესაძლებელი. თუ ვიდეოარბიტრი მიიჩნევს, რომ მოედანზე შეცდომას ჰქონდა ადგილი, ის პირდაპირ მინდორზე მყოფ მსაჯს მიმართავს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მთავარი მსაჯი იღებს.

ამჟამად მოქმედი წესების თანახმად, ამა თუ იმ სადავო მომენტზე კონსულტაცია მხოლოდ თავად მსაჯმა შეიძლება მოითხოვოს. ვიდეოგამეორების მოთხოვნა არც მწვრთნელებსა და არც მოთამაშეებს არ შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0