თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის (RFEF) პრეზიდენტი მარია ვილიარი და მისი ვაჟი გორკა კორუფციულ სქემებში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება გამოცემა El Pais.
გამოცემის ინფორმაციით, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის ქვედანაყოფმა ანტიკორუფციული რეიდი ჩაატარა, რომელიც RFEF-ის ხელმძღვანელობას შეეხო. რეიდს ჩინოვნიკების დაპატიმრებები მოყვა.
67 წლის ვილიარს ბრალად ედება ორგანიზაციის თანხების გამოყენებით რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელების მოსყიდვა RFEF-ის ხელმძღვანელის არჩევნებზე მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.
ვილიარი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე 29 წელი იმყოფება და მიმდინარე წლის მაისში ამ თანამდებობაზე ხელახლა აირჩიეს.
ფუნქციონერი, რომელიც უეფას პრეზიდენტის მოვალეობებს მიშელ პლატინის გადაყენების დროს ასრულებდა, ფიფას საბჭოს უფროსი ვიცე-პრეზიდენტია.