საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 112-ე ადგილი შეინარჩუნა

© AFP 2024 / VANO SHLAMOVსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფა/კოკა–კოლას ახალ რეიტინგში ჩრდილოეთ კორეისა დ ტოგოს ნაკრებებს შორის განთავსდა.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში 112-ე ადგილი შეინარჩუნა.

საქართველოს ნაკრების აქტივში კვლავ 290 ქულაა და ის ჩრდილოეთ კორეისა დ ტოგოს ნაკრებებს შორის არის განთავსებული.

ძირითადი ცვლილებები რეიტინგის ზედა ნაწილში მოხდა. ბრაზილიის ნაკრებმა ლიდერობა დაიბრუნა და გერმანია მეორე ხაზზე გადაწია. არგენტინა კვლავ მესამე ადგილზეა.

ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი კლუბის გარეშე დარჩა

რეიტინგის პირველი ათეული:

1. ბრაზილია

2. გერმანია

3. არგენტინა

4. შვეიცარია

5. პოლონეთი

6. პორტუგალია

7. ჩილე

8. კოლუმბია

9. ბელგია

10. საფრანგეთი

საქართველოს ნაკრების მეტოქეები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში ამგვარად გადანაწილდნენ:

უელსი – მე-18

ირლანდია – 29-ე

ავსტრია – 37-ე

სერბეთი – 42-ე

მოლდოვა – 159-ე

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ირლანდიის წინააღმდეგ 2 სექტემბერს თბილისში გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0