საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი კლუბის გარეშე დარჩა

© ФФГჯაბა კანკავა
ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედიის ვერსიით, კანკავამ, შესაძლოა, კონტრაქტი ერთ-ერთ რუსულ კლუბთან გააფორმოს.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ "რეიმსი" დატოვა, აღნიშნულია ფრანგული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გუშინ გაიმართა შეხვედრა კლუბის ხელმძღვანელს, მთავარ მწვრთნელსა და ქართველ ფეხბურთელს შორის, რომელზეც გადაწყდა, რომ მხარეების თანხმობით კონტრაქტი გაუქმდება და კანკავას თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭება.

31 წლის ქართველი ნახევარმცველის ხელშეკრულება "რეიმსთან" კიდევ ორ წელიწადზე იყო გათვლილი და 2019 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო.

ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი „რეიმსის“ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

კონტრაქტის შეწყვეტის ძირითად მიზეზებს შორის ასახელებენ ფეხბურთელის ძალიან მაღალ ხელფასს, რომლის გადახდას "რეიმსი" ვეღარ ახერხებს, რადგან სეზონის შედეგებით საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაში ვეღარ დაბრუნდა, და თავად კანკავას გადაწყვეტილებას, რომელსაც სურვილი აღარ აქვს მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი მეორე ლიგაში გაატაროს.

გასული სეზონის შედეგებით, "რეიმსმა" მეორე ლიგაში მეშვიდე ადგილი დაიკავა, ხოლო გულშემატკივრებმა ქართველი ფეხბურთელი გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

კანკავა "რეიმსში" უკრაინული "დნეპრიდან" გადავიდა 2015 წლის აგვისტოში. ფრანგული კლუბის შემადგენლობაში მან 49 მატჩი გამართა, რომლებშიც თავი გამოიჩინა 2 საგოლე გადაცემით, 15 ყვითელი ბარათით და ორი გაძევებით.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს მასმედიაში ხშირად ჩნდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საფეხბურთო კარიერა, შესაძლოა, რუსეთის პრემიერ-ლიგის რომელიმე კლუბში განაგრძოს.

ყველა ახალი ამბავი
0