საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი „რეიმსის“ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

© Vincent Lapauw - SDRჯაბა კანკავა
ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე სეზონზე, კანკავა სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო მოთამაშედ: ნოემბერში, თებერვალსა და მარტში.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც საფრანგეთის „რეიმსში“ თამაშობს, კლუბის გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ნათქვამია გუნდის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ქართველმა ნახევარმცველმა ფრან ჟულიენ ჟანვიესა და ბრაზილიელ დიეგო რიგონატოს აჯობა. 

კანკავა მოედანზე გაზაფხულის შუა რიცხვებიდან — 14 აპრილიდან 29 მაისამდე არ გამოჩენილა. ქართველი ფეხბურთელი გუნდის განაცხადში კი არ ჩანდა. გარდა ამისა კანკავას არც ერთი ვარჯიში არ ჩაუტარებია თავის „რეიმსელ“ პარტნიორებთან.

მხოლოდ მეორე ფრანგული ლიგის დასკვნითი ტურის მატჩში ჩართო „რეიმსის“ მწვრთნელმა მიშელ ტერ- ზაქარიანმა ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში. 

ფრანგული გამოცემა L'union-ის აზრით, ეს ნიშნავს, რომ კანკავასათვის, მიუხედავად იმისა, რომ მას კიდევ ორ წლიანი კონტრაქტი ჰქონდა კლუბთან, ეს თამაში ბოლო გახდება. 

კანკავა „რეიმსში“ უკრაინული „დნეპრიდან“ გადავიდა 2015 წლის აგვისტოში. ფრანგული კლუბის შემადგენლობაში, მან 49 მატჩი გამართა, რომლებშიც თავი გამოიჩინა 2 საგოლე გადაცემით, 15 ყვითელი ბარათით და ორი გაძევებით. 

რაც შეეხება „რეიმსს“, სეზონის შედეგებით, გუნდმა მეშვიდე ადგილი დაიკავა და საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში დაბრუნება ვერ შეძლო. 


ყველა ახალი ამბავი
0