ფულადი გადარიცხვები საქართველოში - ლიდერობს რუსეთი

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშივალუტა
ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან, აშშ-დან, საბერძნეთიდან და იტალიიდან გადმოირიცხება.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik.  2017 წლის ივლისში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადარიცხვების მოცულობამ 120, 9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20,1%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს — 2017 წლის ივლისში ამ ქვეყნიდან 43,1 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 14,3%-ით მეტია 2016 წლის ივლისთან შედარებით. 

ფულადი კუპირები - Sputnik საქართველო
საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს

მეორე ადგილზეა აშშ, საიდანაც საქართველოში ივლისში 12,7 მლნ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც 16%-ით მეტია 2016 წლის ივლისთან შედარებით. შემდეგ მოდის იტალია — 12,1 მლნ აშშ დოლარი (21,2%), საბერძნეთი — 10,6 მლნ აშშ დოლარზე მეტი (3%), ისრაელი — 10,5 მლნ აშშ დოლარი (112, 5%), თურქეთი — 9,3 მლნ აშშ დოლარზე მეტი (28,2%).

მაისის თვეში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადარიცხვების მოცულობიდან რუსეთის წილი  35,6%-ია.

მთლიანობაში, 2017 წლის პირველ ნახევარში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადარიცხვების მოცულობა 20%-ით გაიზარდა 2016 წლის იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებით და 629 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

ნავთობის სარკინიგზო ცისტერნები ფოთის პორტში - Sputnik საქართველო
საქართველო წარმატებით ვაჭრობს: რას ვყიდით და რას ვყიდულობთ

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოსი 19%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში (211 მლნ აშშ დოლარი). 2017 წლის პირველ შვიდ თვეში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 251 აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში აშშ-დან 79,6 მლნ ააშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 17,5%-ით მეტია 2016 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებთან შედარებით. შემდეგ მოდის საბერძნეთ — 76 მლნ აშშ დოლარი (5,8%), იტალია — 76,3 მლნ აშშ დოლარი (12%), ისრაელი — 62 მლნ აშშ დოლარი (101%), თურქეთი — 60,5 მლნ აშშ დოლარი (30,2%).

საქართველოდან საზღვარგარეთ 15,8 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 1%-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით. მთლიანობაში შვიდი თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთი 96,2 მლნ აშშ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც 4%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0