საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს

© photo: Sputnik / Alexander Demyanchuk / გადასვლა მედიაბანკშიფულადი კუპირები
ფულადი კუპირები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთიდან საქართველოში გადარიცხვების მოცულობამ ელექტრონული სისტემებით სექტემბერში, 100 მილიონი დოლარი შეადგინა.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთი ლიდერობს საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობით — სექტემბერში ამ ქვეყნიდან გადმორიცხულია 34,9 მილიონი დოლარი, რაც 5,4%-ით ნაკლებია მიმდინარე წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში. 

სექტემბერში, სწორედ რუსეთის წილზე მოდის ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადარიცხვების 34,9%.

სექტემბერში საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან 100,2 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. 

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 36%-ით გაიზარდა

ამავე დროს, რუსეთიდან ფულადი გადარიცხვები, შარშანდელთან შედარებით გაიზარდა. 

პირველი ცხრა თვის მანძილზე 20%-ით მეტი ფულადი გადარიცხვა განხორციელდა, ვიდრე გასულ წელს იმავე პერიოდში. 

2016 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან გადმორიცხული თანხების საერთო მოცულობამ 283 მილიონი დოლარი შეადგინა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0