საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა თბილისის მერის თასი მოიპოვა

© photo: Sputnik / Stringerგიორგი შერმადინი
გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების შემდეგი ეტაპი საქართველოს ნაკრებისთვის საბერძნეთში ტურნირი გახდება.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში ჩეხეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 68:64 და „თბილისის მერის თასი—2017“ მოიპოვა.

ჩეხებმა თამაში გაცილებით აქტიურად დაიწყეს და პირველი მეოთხედი ანგარიშით 20:12 მოიგეს. მატჩის მეორე მეოთხედში კი ქართველი კალათბურთელები გააქტიურდნენ და ქულათა სხვაობა ექვს ქულამდე დაიყვანეს — 31:37.

კალათბურთი: საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები - Sputnik საქართველო
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ჩეხეთის გუნდს სძლია

მატჩის მესამე პერიოდი უკვე ქართველთა უპირატესობით წარიმართა და ანგარიში 51:47 გახდა, ხოლო მეოთხე პერიოდში ჩვენმა გუნდმა ოთხქულიანი უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა, ილიას ზუროსის გუნდმა მატჩი ანგარიშით 68:64 დაასრულა და თბილისის მერის თასი მოიპოვა.

როგორც ორი დღის წინ გამართულ პირველ მატჩში, რომელშიც საქართველომ ჩეხეთი ანგარიშით 87:76 დაამარცხა, ყველაზე შედეგიანი ქართველ კალათბურთელთა შორის თორნიკე შენგელია იყო. ფორვარდის აქტივში 17 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაა.

ზაზა ფაჩულია სპორტის სასახლეში - Sputnik საქართველო
ფაჩულიამ ქართველ გულშემატკივრებს NBA-ს თასი წარუდგინა

15 ქულას, 5 მოხსნას და 2 გადაცემას მოუყარა თავი მაიკლ დიქსონმა, ხოლო გიორგი შერმადინმა ორმაგი დუბლი გაიფორმა — 11 ქულა და 10 მოხსნა.

„დღეს ჩვენ გულშემატკივრებს ორი თამაში ვაჩვენეთ. პირველი ნახევრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ თუ დაცვაში არ ითამაშებ და ბევრ შეცდომას დაუშვებ, მაშინ ნებისმიერი ნაკრები შეძლებს დაწინაურებას. მეორე ნახევარში ჩვენ დაცვაში კარგად ვითამაშეთ და კიდევ უფრო კარგად თავდასხმაში და აღმოჩნდა, რომ მატჩის მოგება შეიძლება დაცვაში თამაშითაც“, — განაცხადა მატჩის შემდეგ თორნიკე შენგელიამ.

ევრობასკეტი 2017-სთვის შემდეგი მოსამზადებელი ეტაპი ეროვნული ნაკრებისთვის „აკროპოლისის თასი“ გახდება, რომელშიც მონაწილეობას ასევე მიიღებენ საბერძნეთის, იტალიისა და სერბეთის გუნდები.

ყველა ახალი ამბავი
0