საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ჩეხეთის გუნდს სძლია

© Georgian Basketball Federationკალათბურთი: საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები
კალათბურთი: საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ევროპული პირველობისთვის მზადების მეორე ეტაპი დაიწყო, რომელშიც მას ნაკრების ლიდერი ზაზა ფაჩულია შეუერთდა

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა კალათბურთის ნაკრებმა პარასკევს თბილისის მერის თასზე პირველ მატჩში ჩეხეთის გუნდი 87:76 დაამარცხა.

ბრძოლა თანაბარ პირობებში წარიმართა მატჩის პირველ მეოთხედში (დასრულდა 20:20). დანარჩენი დრო მასპინძლები აშკარა უპირატესობით სარგებლობდნენ და კანონზომიერად გაიმარჯვეს 11–ქულიანი სხვაობით.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი იყო თორნიკე შენგელია – 22 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა.

ქართველმა კალათბურთელებმა ლიტვაში საერთაშორისო ტურნირი მოიგეს - Sputnik საქართველო
ქართველმა კალათბურთელებმა ლიტვაში საერთაშორისო ტურნირი მოიგეს

გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ანგარიშზე დაბლ–დაბლი ჩაიწერა. მას 14 ქულა და 11 მოხსნა აქვს.

თბილისის მერის თასის მფლობელი 13 აგვისტოს გამოვლინდება, როდესაც საქართელოსა და ჩეხეთის ნაკრებები მეორე მატჩს

ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩებით ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების მეორე ეტაპს დაიწყებენ. ჩემპიონატი აგვისტოს ბოლოს იწყება.

თბილისში გამართული თამაშების შემდეგ ილიას ზუროსის გუნდი სავარჯიშოდ საბერძნეთში გაემგზავრება, შემდეგ კი უკვე — ისრაელში, სადაც მათ ევრობასკეტი-2017-ის მატჩების ჩატარება მოუწევთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0