ქართველმა კალათბურთელებმა ლიტვაში საერთაშორისო ტურნირი მოიგეს

© FB / Georgian Basketball Federationქართველმა კალათბურთელებმა ლიტვაში საერთაშორისო ტურნირი მოიგეს
ქართველმა კალათბურთელებმა ლიტვაში საერთაშორისო ტურნირი მოიგეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისტორიაში პირველად, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლიტვის ეროვნულ გუნდს მოუგო

თბილისი, 6 აგვისტო-Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლიტვის ქალაქ კლაიპედაში გამართული საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის გამარჯვებულია.

ფინალში ქართველმა კალათბურთელებმა ლიტველები დაამარცხეს ანგარიშით 81:70.

გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანი ესპანური „ბასკონიის“ ფორვარდი თორნიკე შენგელია გახდა-19 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა. კიდევ ხუთმა ქართველმა გადალახა 10 ქულიანი ზღვარი. გიორგი შერმადინი(17), მანუჩარ მარკოიშვილი(13), მაიკლ დიქსონი(12), დუდა სანაძე(10) და გიორგი ცინცაძე(10).

საინტერესოა, რომ ქართველმა კალათბურთელებმა ისტორიაში პირველად დაამარცხეს ლიტველები. აქამდე გუნდებმა სამი ამხანაგური და ერთიც ოფიციალური(2015 წლის ევროპის ჩემპიონატი) გამართეს და ოთხივეჯერ უფრო ძლიერები ბალტიისპირელები იყვნენ.

ლიტვაში გამართული ტურნირით ილიას ზუროსის შეგირდებმა 2017 წლის ევრობასკეტისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულეს. დღეს- 6 აგვისტოს, ნაკრები თბილისში ბრუნდება და რამდენიმე დღეში მეორე ეტაპს დაიწყებენ. აქ მათ შეუერთდება კაპიტანი-„გოლდენ სთეიტ უორიორზის“ ცენტრფორვარდი ზაზა ფაჩულია.

უკვე ცნობილია, რომ 11 და 13 აგვისტოს საქართველოს ნაკრები თბილისში ორჯერ შეხვდება ჩეხეთის ნაკრებს.

2017 წლის ევროპირველობა  31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე ოთხ ქვეყანაში გაიმართება:-ფინეთი, თურქეთი, ისრაელი და რუმინეთი.

საქართველოს ნაკრები „ბ“ ჯგუფში იასპარეზებს უკრაინის, ისრაელის, ლიტვის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებებთან. თამაშები თელ-ავივში ჩატარდება.


ყველა ახალი ამბავი
0