ფაჩულიამ ქართველ გულშემატკივრებს NBA-ს თასი წარუდგინა

© photo: Giorgi Kvirikashvili / FBზაზა ფაჩულია სპორტის სასახლეში
ზაზა ფაჩულია სპორტის სასახლეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფაჩულია ამ დღეებში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა და კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ქართველ გულშემატკივრებს NBA-ს თასი წარუდგინა, რომელიც მან წელს კლუბთან ერთად მოიპოვა.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონში კლუბმა „გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ „კლივლენდ კავალიერზი“ დაამარცხა საერთო ანგარიშით 4:1 და ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ გახდა NBA-ს ჩემპიონი.

© FB / Giorgi Kvirikashviliზაზა ფაჩულია და გიორგი კვირიკაშვილი
Заза Пачулия с Кубков чемпионов НБА и Георгий Квирикашвили с сыном - Sputnik საქართველო
ზაზა ფაჩულია და გიორგი კვირიკაშვილი

ზაზა ფაჩულიას გულშემატკივართან შეხვედრის ცერემონია თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც კალათბურთის 6 ათასი გულშემატკივარი ესწრებოდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომლებიც ყოველთვის და ყველაფერში მიჭერდნენ მხარს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დედაჩემს — მარინა კოდუას, იმიტომ რომ სწორედ მან შემაყვარა კალათბურთი — ისიც ხომ კალათბურთელი იყო“, — განაცხადა ფაჩულიამ.

სამადლობელ სიტყვაში ქართული გუნდის კაპიტანმა საკუთარი მეუღლეც მოიხსენია: „10 წლის წინ მე გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც ერთი წლის შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა — თიკა ალავიძე. ის ნამდვილი გმირია, რადგან მე სამი შვილი მაჩუქა, გმირია იმიტომ, რომ მე მიძლებს, გმირია იმიტომ, რომ აპირებს მეოთხე შვილი მაჩუქოს. ის სწორედ ამის გამო დარჩა ამერიკაში. ის ყოველთვის ჩემ მხარესაა და ხვდება, რომ მე საქართველოს ვჭირდები და უნდა დავეხმარო ნაკრებს მომავალ ევროპის ჩემპიონატზე“.

„ყველას ახსოვს თამაში, რომელიც დასრულდა ანგარიშით 129:120 „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ სასარგებლოდ, რის შემდეგაც საქართველოს დროშა ასწიეს. მადლობა თქვენ ამისთვის“, — ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზაზა ფაჩულიას.

გიორგი მარგველაშვილი და ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

კვირიკაშვილმა ფაჩულიას ყველა ქართველის სახელით მადლობა გადაუხადა იმ სიხარულისთვის, რაც კალათბურთელმა საკუთარი გამარჯვებით ქართველ ქომაგებს მიანიჭა.

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ უსურვა წარმატება საქართველოს კალათბურთის ნაკრებს, რომელიც აგვისტოში ევრობასკეტი-2017-ში მიიღებს მონაწილეობას.

ფაჩულიას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გამართული საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ ფაჩულია ქვეყანაში დარჩება და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელსაც კალათბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0