ელექტრონული მუსიკის ფესტივალი აქტიურ ფაზაში შევიდა

გამოწერა
"ჯემ ფესტის" სცენაზე უკვე გამოვიდნენ სტივ აოკი და მარტინ გარიქსი. ფესტივალი 15 აგვისტომდე გაგრძელდება და ასევე დაუკრავენ Axwell/Ingrosso, Boris Brejcha, Carlo Lio, Kollektiv Turmstrasse, Paul Kalkrenner, Swanky Tunes, Sunnery James & Ryan Marciano, Solumun და სხვა.

16 ივლისს განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ჯემ ფესტი“ ოფიციალურად გაიხსნა. 

პირველ დღეს სცენაზე ფესტივალის სტუმრებისთვის Aly & Fila-მ, FERRI CORSTEN —მა და სხვა ცნობილმა დიჯეებმა დაუკრეს.

„ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება აქ ჩამოვსულიყავი და დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის. იმედი მაქვს, რომ კიდევ დავბრუნდები. მადლობა ყველას“, — აღნიშნა ჩვენთან საუბარში ფესტივალის ერთ ერთმა ჰედლაინერმა Aly & Fila-მ.

GEM FEST 2017 - Sputnik საქართველო
ანაკლიაში 14 ივლისს GEM FEST 2017 იწყება

საფესტივალო ქალაქში ელექტრონული მუსიკის მოყვარულები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან და უცხოეთიდან ჩამოდიან. ქართველების გარდა „ჯემ ფესტზე“ ირანელებს, უკრაინელებს, კანადელებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს და სხვა ეროვნების ადამიანებს შეხვდებით. 

ფესტივალზე წააწყდებით თანამედროვე სტანდარტების შესატყვის ინფრასტრუქტურას, საინტერესო არქიტექტურით აგებულ დროებით ღია კაფეებს, მოქმედებს ევროსტანდარტების შესაბამისი კარვების ქალაქი, სადაც ერთდროულად შესაძლებელია 10 000 მდე ადამიანი განთავსდეს. კარვები ისევე, როგორც სხვა სანიტარული პირობები, წლევანდელ GEM Fest-ზე მოწესრიგებულია, გაზრდილია კვებისა და სავაჭრო ობიექტების რაოდენობა, არის უამრავი რესტორანი. ფესტივალის ტერიტორიაზე ყოველდღე ეწყობა ღონისძიებები და სხვადასხვა სპორტული აქტივობები. მთავარ სცენასთან ახლოს შენიშავთ GEM Shop-ს  სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ საფესტივალო სამოსი, აქსესუარები და უამრავი სამახსოვრო ნივთი! 

GEM Fest-ის გარე ტერიტორიაზე შენიშნავთ კუნძულს, რომელიც  მდინარე ენგურშია განთავსებული, ჩინურ სცენას ანაკლიის სანაპიროზე, ასევე  სხვადასხვა კვებისა და სასმელი პროდუქტების კომპანიებს, სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლებს.

GEM FEST - Sputnik საქართველო
GEM Fest-ი ანაკლიაში – რეიტინგის ლიდერი

24 საათის განმავლობაში ფესტივალზე ყველა შემსვლელ-გამომსვლელი მკაცრად კონტროლდება,  მათ მეტალოდეტექტორების გავლა უწევთ. აკრძალულია სასმელისა და ბასრი საგნების შეტანა.

„ოფიციალურად გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი… ჩვენი ხმა გავაგონეთ მსოფლიოს, მაგრამ ყველაზე მეტად ეს ხმა გვინდა აფხაზეთს გავაგონოთ. უკვე გვყავს 100-ზე მეტი სტუმარი აფხაზეთიდან. ფესტივალი უკვე შედგა, შვიდი ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდა ამ ტერიტორიაზე, „ჯემ ფესტის"- ის გახსნის პირველივე დღეებში ვუმასპინძლეთ  10 ათასამდე  ვიზიტორს, საიდანაც 64% იყო უცხოელი“, —აღნიშნა „ჯემ–ფესტის“ დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ.

GEM Fest 2017-ის მეორე დღეს მუსიკის მოყვარულები განსაკუთრებით ელოდნენ „გრემის“ მფლობელ მუსიკოს სტივ აოკის. ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი არტისტი მსმენელის წინაშე ორსაათიანი პროგრამით წარდგა. ცნობილმა მუსიკოსმა ისევე, როგორც სხვა შოუების დროს — „ჯემ ფესტის" მთავარ სცენაზე გამოსვლაც ტორტების სროლით დაასრულა.

კონცერტის შემდეგ სტივ აოკიმ ანაკლიაში გაისეირნა, არტისტმა ამის ამსახველი ფოტო-ვიდეო ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნა.

Met some locals in Georgia 🇬🇪 (the country)

A post shared by Steve Aoki (@steveaoki) on Aug 2, 2017 at 1:25pm PDT

 

ხმაური და ოვაციები მოჰყვა ფესტივალის ერთ–ერთი ჰედლაინერის მარტინ გარიქსის გამოსვლას, ის ორი საათის განმავლობაში ანებივრებდა ქართველ და უცხოელ მსენელს თავისი მუსიკით. მარტინ გარიქსს ანაკლიაში მასპინძლობა ბერა ივანიშვილმა გაუწია.

Hello 🇬🇪

A post shared by Martin Garrix (@martingarrix) on Jul 21, 2017 at 1:47pm PDT

 

გარიქსი 20 წლის ჰოლანდიელი მუსიკოსია, რომელიც 2016 წელს პოპულარული რეიტინგის „DJ Mag-ის ტოპ 100 დიჯეის“ პირველი ნომერი გახდა.

ფესტივალის ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ ელექტრონულ მუსიკას რვა სცენაზე მოუსმინონ.

ფესტივალი 2017 წლის 15 აგვისტომდე გაიმართება და დაუკრავენ Axwell/Ingrosso, Boris Brejcha, Carlo Lio, Kollektiv Turmstrasse, Paul Kalkrenner, Swanky Tunes, Sunnery James & Ryan Marciano, Solumun და ბევრი სხვა მუსიკოსი.


თინათინ ბუკია

 

 

ყველა ახალი ამბავი
0