ანაკლიაში 14 ივლისს GEM FEST 2017 იწყება

გამოწერა
ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი GEM FEST 2017 ერთი თვე გაგრძელდება.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ანაკლიაში 14 ივლისს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST 2017 იხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალის გახსნის დღეს სხვადასხვა მოედანზე კანადისა და ევროპის  ქვეყნებიდან ჩამოსული დიჯეები დაუკრავენ.

მათ შორის არიან Raz Ohara და Thomas Melchior-ი გერმანიიდან, Carlo Lio კანადიდან, dOP საფრანგეთიდან, Valentino Kanzyani სლოვენიიდან და სხვები. GEM Fest-ს 20:00 საათზე ქართველი დიჯეი Bacho გახსნის.

ფესტივალის ჰედლაინერებს შორის არიან — ბრიტანული ყოველკვირეულის DJ Mag 2016-ის ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო დიჯეი მარტინ გარიქსი ჰოლანდიიდან, ცნობილი შვედური დუეტი Axwell and Ingrosso, ფრანგი დიჯეი Worakls-ი, დანიელი Sander van Doorn-ი, ჰამბურგელი დიჯეი Solomun-ი, ამერიკელი დიჯეი Roger Sanches-ი და ტექნოსცენის გერმანელი ვარსკვლავი Paul Kalkbrenner-ი, რომელიც ანაკლიის ფესტივალის უკვე მუდმივი რეზიდენტი გახდა.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST - Sputnik საქართველო
ახლოვდება GEM FEST 2017: რა არის დაშვებული ფესტივალზე და რა - არა

შეგახსენებთ, აუდიტორიის გემოვნების შესასწავლად ფესტივალის ორგანიზატორებმა გამოკითხვა ჩაატარეს და გაიგეს, რომელი შემსრულებლების ნახვა სურთ GEM Fest 2017-ზე.

GEM Fest 2017 ანაკლიაში 14 ივლისს აიღებს სტარტს და ერთი თვე, 14 აგვისტომდე გაგრძელდება. ის რვა საკლუბო სცენას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლუბური მუსიკის 500-ზე მეტ სახელოვან შემსრულებელს გააერთიანებს.

როგორც შარშან, GEM Fest 2017 შავი ზღვის პირას, სუბტროპიკების, კონცეპტუალური არქიტექტურისა და არტ-ობიექტების ბუნებრივ დეკორაციებში გაიმართება. აფხაზეთის მოსახლეობისთვის შესვლა თავისუფალია.

ინფორმაცია ბილეთებსა და აბონემენტებზე, ასევე ფესტივალის სხვა დეტალები და სრული ლაინ-აპი გამოსვლების თარიღებით შეგიძლიათ იხილოთ GEM Fest-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0