მაიკ პენსი საქართველოში: შეხვედრები, მხარდაჭერა და რუსეთის პოზიცია

© REUTERS / Irakli Gedenidzeმაიკ პენსი და გიორგი კვირიკაშვილი
მაიკ პენსი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოსა და რუსეთის მიმართ შტატების პოლიტიკა განმარტა.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა დაასრულა საქართველოში ვიზიტი, რომლის ფარგლებში ის შეხვდა ქვეყნის პირველ პირებს და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკურ კურსს მხარი დაუჭირა.

"უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარდა, ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ძლიერი და განვითარებული საქართველო მიაღწევს ქვეყნის გამთლიანებას. აშშ გააგრძელებს ახალი გზების ძებნას, რისი მეშვეობითაც ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს არა მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურად დავეხმარებით ქვეყანას, რაც მოიტანს დამატებით დასაქმების საშუალებას, ეკონომიკურ წინსვლას და დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როცა საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას", — განაცხადა მაიკ პენსმა.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი აშშ-დან სააკაშვილის ექსტრადირებაზე: მოლაპარაკებები დაგვჭირდება

უმაღლესი დონის შეხვედრები

პოლიტიკური შეხვედრები პენსმა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და შემდეგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან — "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის", "თავისუფალი დემოკრატები" და "შენების მოძრაობა".

თითოეული შეხვედრის მთავარი განსახილველი თემები იყო აშშ-თან ურთიერთობების გაღრმავება, ნატოსკენ მისწრაფება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

"რაც შეეხება საქართველოს, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატოს წევრობისადმი. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას ბატონ პრემიერთან, საქართველოს მთავრობასთან, რათა გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ საქართველოს ნატოსთან დაახლოება, რათა საქართველო ერთ დღეს ნატოს წევრი გახდეს", — განაცხადა მაიკ პენსმა.

საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს. როგორი იქნება თეთრი სახლის პასუხი, ჯერჯერობით უცნობია.

პენსთან შეხვედრაზე არ მიუწვევიათ პარტია "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას სისტემატურად აკრიტიკებს.

"ჩვენი პარტია არავის მიუწვევია ამ შეხვედრაზე. ეს მე არ მიკვირს — ასე ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს… პენსი ხვდება იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვისგანაც იმას მოისმენს, რის მოსმენაც სურთ. არ გვხვდებიან ჩვენ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება გვაქვს", — განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.

პენსი შეხვდა ნატოს წევრი და მისი პარტნიორი ქვეყნების მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის მონაწილეებს, რომელიც ვაზიანის პოლიგონზე გასულ კვირაში დაიწყო.

© FB / Giorgi Kvirikashviliმაიკ პენსი სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2017" მონაწილეებს შეხვდა
Вице-президент США Майк Пенс встретился с с участниками многонациональных военных учений Достойный партнер 2017 в Грузии  - Sputnik საქართველო
მაიკ პენსი სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2017" მონაწილეებს შეხვდა

სამშაბათს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიიღო, რომელმაც სტუმარსა და მის მეუღლეს ოქროს ჯვარი და სამაჯური აჩუქა. სამაჯურს ამშვენებს წარწერა "უფალო შეგვიწყალენ" და პატრიარქის ხელმოწერა.

ილია მეორემ ასეთივე საჩუქრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლისთვის გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
თბილისში მოსკოვთან დიალოგის ახალი ფორმატის საჭიროებას ვერ ხედავენ

რუსეთის პოზიცია

აშშ-ის ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან რუსეთს მანამდე არ აინტერესებს, სანამ ის ნატოს გაფართოებამდე არ მიდის, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

"საქართველო და ესტონეთი სუვერენული სახელმწიფოებია, რომლებიც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებს საკუთარი შეხედულებისამებრ ალაგებენ. აქ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს… მსგავსი თანამშრომლობა ჩვენთვის პრობლემად მაშინ იქცევა, როდესაც სხვადასხვა ალიანსებისა და ამ ალიანსების სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ჩვენი საზღვრების მიმართულებით ხდება. ეს ჩვენს აღშფოთებას იწვევს", — განაცხადა პესკოვმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0