წულუკიანი აშშ-დან სააკაშვილის ექსტრადირებაზე: მოლაპარაკებები დაგვჭირდება

© photo: Sputnikთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების შემდგომი მოქმედებების გეგმაზე ისაუბრა.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას აშშ-თან ექსტრადირების შესახებ მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს, თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქ დაიდებს ბინას, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხთან" ინტერვიუში.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უნდა ეთქვა

გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამჟამად საქართველოს ექს-პრეზიდენტი აშშ-ში იმყოფება. საქართველოში მას რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, მათ შორის, სახელმწიფო სახსრებიდან პირად საჭიროებებზე 5 მილიონი დოლარის გაფლანგვა. საქართველომ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

"თუ უკრაინაში გაჩნდა პოლიტიკური ნება, რომ საქართველოსთან ითანამშრომლოს, მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ბრალდებულის გადმოცემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუ ყოფილი პრეზიდენტი იქ დაიდებს ბინას, ჩვენ დაგვჭირდება ამ ქვეყნებთან სამართლებრივი კონსულტაციები, მათ შორის, მოლაპარაკებები და შეთანხმებები გადმოცემის შესახებ", — განაცხადა წულუკიანმა.

ამჟამად სააკაშვილს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. 2015 წლის დეკემბერში მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, ვინაიდან მანამდე, იმავე წლის მაისში უკრაინის მოქალაქე გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0