შოკოლადი - სასარგებლო თუ მავნებელი

© Fotolia / Kibokaკომპოზიცია შოკოლადის ნატეხებისგან
კომპოზიცია შოკოლადის ნატეხებისგან - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოკოლადი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, თუმცა სარგებლობასთან ერთად მას მავნე თვისებებიც გააჩნია.

ამ ყველასთვის საყვარელი ტკბილეულის შესახებ "Sputnik-საქართველოს" უამბო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგემ, ბიოქიმიის პროფესორმა რამაზ გახოკიძემ.

კვლავ შეყვარებული

რატომ იწვევს განწყობის გაუმჯობესებას შოკოლადის ერთი ნატეხის მირთმევა? შოკოლადში შედის ჰორმონები სეროტონინი და ფენილეტილამინი, რომლებიც ამაღლებულ განწყობაზე გვაყენებს. ეს ნივთიერებები ორგანიზმში მაშინ გამოიყოფა, როდესაც ბედნიერი და შეყვარებული ვართ. სწორედ ამიტომ შოკოლადი ერთგვარ დამოკიდებულებასაც კი იწვევს.

თხილის მწარმოებელი ქარხანა თბილისში - Sputnik საქართველო
ბელგიური შოკოლადი ქართული თხილით გამოვა

შოკოლადი დიდი რაოდენობით შეიცავს კოფეინს, თეობრომინსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმს სტრესთან ბრძოლაში ეხმარებს. შოკოლადი დადებით მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, შველის ხველებას და აფერხებს კიბოს განვითარებას.

სხვა საკონდიტრო ნაწარმთან შედარებით, ორგანიზმი შოკოლადს ადვილად ითვისებს. მას მაღალი ენერგეტიკული ღირებულება გააჩნია. ყველაზე სასარგებლო თვისებები გააჩნია მწარე შავ შოკოლადს, რომელშიც ნივთიერებების პროცენტი 65-80%-ს აღწევს.

რითაა სასარგებლო?

შავ შოკოლადში შედის კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა, ვიტამინები PP, E, B1 და B2, რომლებიც ორგანიზმის განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

CC BY 2.0 / Flickr/ sherbonbon / CAKEშოკოლადის ტორტი
შიმშილის ჰორმონი ტვინს სიგნალებს უგზავნის და ტკბილისა და ცხიმიანის მიღების სურვილს ჩნდება - Sputnik საქართველო
შოკოლადის ტორტი

"შოკოლადის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აზროვნების განვითარების ხელშეწყობა. ის უზრუნველყოფს ტვინში სისხლის მიმოქცევის გაზრდას, რაც ტვინის ფუნქციას აუმჯობესებს, ზრდის ყურადღების კონცენტრირებასა და შრომისუნარიანობას", — აცხადებს პროფესორი გახოკიძე.

ამიტომ დაძაბული დღის შემდეგ თუ გრძნობთ დაღლილობას ან მნიშვნელოვანი გამოცდის წინ მობილიზებას ვერ ახერხებთ, შოკოლადის ფილა დაგეხმარებათ.

მაგრამ…

დიდი რაოდენობით შოკოლადის ჭამა არ შეიძლება. ის იწვევს სიმსუქნეს, დიაბეტსა და ალერგიას. 3 წლამდე ბავშვებისთვის შოკოლადის ჭამა არ შეიძლება.

შოკოლადის კანფეტი - Sputnik საქართველო
საქართველოს სკოლების სასადილოებში ჩიპსებისა და შოკოლადის გაყიდვა იკრძალება

კვების ინდუსტრიის სწრაფი განვითარების გამო, ბევრი პროდუქტი, მათ შორის შოკოლადი, ზოგჯერ უსაფრთხოების ნორმებს არ პასუხობს. მწარმოებლები ძვირადღირებულ კაკაოს ცხიმს უფრო იაფფასიანით ანაცვლებენ, რაც საბოლოოდ პროდუქტის ხარისხზე აისახება. კაკაოს მარცვლების დამუშავება (გახმობა, მოხალვა) აგრეთვე ზრდის მათ ტოქსიკურობას.

"უმჯობესია მხოლოდ კარგი ხარისხის შოკოლადის მივირთვათ, რათა უხარისხო პროდუქტების მავნე ზეგავლენისგან დაცული ვიყოთ", — გვირჩევს პროფესორი რამაზ გახოკიძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0