ბელგიური შოკოლადი ქართული თხილით გამოვა

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშითხილის მწარმოებელი ქარხანა თბილისში
თხილის მწარმოებელი ქარხანა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელგიელი შოკოლადის მწარმოებლები საქართველოში თხილის მოყვანისა და გადამუშავების პოტენციალს სწავლობენ.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. შოკოლადის მწარმოებელი ბელგიური კომპანია Guylian-ი აპირებს საქართველოში თხილის მოყვანასა და გადამუშავებაში ინვესტიციები დააბანდოს. კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ამ სფეროში სიტუაციის შესასწავლად ჩამოვიდნენ. 

როგორც კომპანია Guylian-ის წარმომადგენელმა პოლ ბევერსმა აღნიშნა, კომპანია შოკოლადის წარმოებაში ქართულ თხილს უკვე იყენებს და არის დაინტერესება თხილის წარმოების კუთხით კომპანიამ საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს. ამ ეტაპზე კომპანიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მიზანს თხილის წარმოების კუთხით საქართველოში არსებული გარემოს შესწავლა წარმოადგენს. 

თხილი - Sputnik საქართველო
USAID-ის და “ფერეროს“ ერთობლივი პროექტი ქართული თხილის განვითრებისათვის

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა კომპანია Guylian-ის წარმომადგენლებს სახელმწიფო პროგრამის — „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ — ფარგლებში შექმნილი საქართველოში ყველაზე დიდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის "დარჩელი თხილი“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მისი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მათ შორის თხილის წარმოების სრული ჯაჭვის განვითარება და ხელშეწყობა.

ყველა ახალი ამბავი
0