საქართველოს სკოლების სასადილოებში ჩიპსებისა და შოკოლადის გაყიდვა იკრძალება

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიშოკოლადის კანფეტი
შოკოლადის კანფეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროსთანაა შეთანხმებული.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს სკოლების სასადილოებში ჩიპსების, ორცხობილების, შოკოლადის, კანფეტებისა და გაზირებული სასმელების გაყიდვა აიკრძალება, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური.

მარწყვი და შაქარი - Sputnik საქართველო
რამდენ შაქარს შეიცავს კვების პროდუქტები: მარტივი და თვალსაჩინო გრაფიკა

ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სკოლის ბუფეტებში გასაყიდად გამოტანილი არაჯანსაღი პროდუქტი მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და გამომდინარე აქედან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მეთოდური რეკომენდაცია შეიმუშავა.

„სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მეთოდური რეკომენდაცია შეიმუშავა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი კვების პრინციპების გატარებას ითვალისწინებს. აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, სკოლებში იკრძალება წასახემსებლების (ჩიფსები, ე.წ სუხარიკები, ჟელიბონები), კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა“, — ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები  ჯანდაცვის სამინისტროსთანაა შეთანხმებული.
უწყების ხელმძღვანელობის აზრით,  ჯანსაღი საკვები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესზე კონცენტრირებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათ სასკოლო მასალის იოლად ათვისებაში.


ყველა ახალი ამბავი
0