პენსის ვიზიტის მოლოდინში: საქართველო ორი ზესახელმწიფოს საჯილდაო ქვა თუ?..

© AFP 2024 / NICHOLAS KAMMმაიკლ პენსი
მაიკლ პენსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტთა ვარაუდით, მთავარი სასაუბრო თემა საკონსტიტუციო ცვლილებები გახდება. გარიგება – ადგილობრივ არჩევნებში ჩაურევლობა პროპორციული სისტემის სანაცვლოდ – სრულიად რეალურია. "ქართულ ოცნებას" არ სურს ძალაუფლების 2020 წელს დათმობა და ბონუსებიანი საარჩევნო სისტემა სწორედ ძალაუფლებისადმი დიდი ლტოლვის შედეგია.

დღეს თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მეუღლესთან ერთად ელოდებიან. ქართული პოლიტიკური სპექტრი და ექსპერტები ამ ვიზიტს უაღრესად მნიშვნელოვანს უწოდებენ და ფიქრობენ, რომ პენსი საქართველოს მთავრობას ახალ „საშინაო დავალებებს" ჩამოუტანს…

საგარეო გამოწვევებიდან კვლავ პირველ ადგილზეა რუსეთის ქმედებები ცხინვალის რეგიონის საზღვართან და ის, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ნაწილი უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

მანქანების მოძრაობა რუსთაველზე - Sputnik საქართველო
ორშაბათსა და სამშაბათს თბილისის ცენტრში სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტება

G-20 სამიტზე პუტინისა და ტრამპის მეგობრულმა შეხვედრამ იმედები გააჩინა, რომ მსოფლიო ლიდერები სადავო, მათ შორის, საქართველოს საკითხზე მოილაპარაკებდნენ, მაგრამ მას შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს ასე სულაც არაა და რუსეთი ცდილობს, სანამ ტრამპი საშინაო და საკადრო საკითხებს დაალაგებს, ჩვენ რეგიონში ახალი რეალობა დაახვედროს და შემდეგ სტატუს-კვო შეინარჩუნოს. ამიტომ ქართველი ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ პირველი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მაიკ პენსს უნდა სთხოვოს, ცხინვალის რეგიონის საზღვართან რუსეთის ქმედებების შეჩერებაა.

დიპლომატიას პარალელურად ზურგს უმაგრებს საქართველოში მიმდინარე ამერიკული წრთვნები „ღირსეული პარტნიორი". წინა კვირაში სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია და რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციები მიანიშნებს, რომ ამერიკა რეგიონში გააქტიურებას გეგმავს.

ამ მხრივ რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა. სანამ აშშ საშინაო საკითხებზე იყო კონცენტრირებული, თურქეთში სერიოზული პროცესები განვითარდა. ნატოს წევრი ქვეყანა უკვე ღიად ამბობს უარს ევროკავშირზე და დამოუკიდებელ თამაშს იწყებს. სერიოზულადაა განწყობები შეცვლილი საქართველოშიც. ბოლო წლებში დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში შესუსტდა. დასავლური გრანტებით ნასაზრდოებმა არასამთავრობო ლიდერებმა სამთავრობო სტრუქტურებში გადაინაცვლეს.

თუმცა, ექსპერტი ლაშა ტუღუში ფიქრობს, რომ დასავლეთი საქართველოს რესურსს არ დაკარგავს და პენსის ვიზიტი ამის დადასტურებაა.

რაც შეეხება საშინაო საკითხებს, ექსპერტთა ვარაუდით, მთავარი სასაუბრო თემა საკონსტიტუციო ცვლილებები გახდება. გარიგება — ადგილობრივ არჩევნებში ჩაურევლობა პროპორციული სისტემის სანაცვლოდ – სრულიად რეალურია. "ქართულ ოცნებას" არ სურს ძალაუფლების 2020 წელს დათმობა და ბონუსებიანი საარჩევნო სისტემა სწორედ ძალაუფლებისადმი დიდი ლტოლვის შედეგია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ბრძოლის ველიდან გასვლა სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ მას კარგად ესმის ხელისუფლების ცვლის რვაწლიანი ლოგიკა.

აშშ-ის მეორე პირი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოპოზიციასაც მოუსმენს. სწორედ ამ ორი დღის განმავლობაში გამოჩნდება, თუ ვინ ეცდება მოშიშვლებული ოპოზიციური ველის შევსებას და დასავლეთისათვის თავის შეთავაზებას.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
რას დათმობს „ქართული ოცნება"

შემთხვევითი არაა, რომ სწორედ პენსის ვიზიტის წინა დღეებში გამოქვეყნდა NDI-ს სოციოლოგიური კვლევები. ის, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ჩანს ძლიერ პოზიციებზე და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხვედრითი წილი საკმაოდ მაღალია, მიანიშნებს, რომ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებს, კარგი მუშაობის შემთხვევაში, სერიოზული შანსები უჩნდებათ.

დასავლეთი კი სწორედ იმ ძალაზე გააკეთებს აქცენტს, რომელიც უკეთ შეძლებს ქართული საზოგადოების მობილიზებას. ამ ველზე, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, პრეზიდენტ მარგველაშვილისა და უსუფაშვილ-შარტავას სამომავლო გაერთიანების კონტურები მოსჩანს.

მთავარი გზავნილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტალინში უკვე გაახმოვანა: „ჩვენ ვართ რეგიონში და ვართ თქვენი მოკავშირეები. არავის მივცემთ უფლებას, დაარღვიოს მსოფლიო წესრიგი". ამ კონტექსტში მან უკრაინის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მაგალითი მოიყვანა. საქართველო პენსს რუსეთთან კონფრონტაციის ასპექტში არ უხსენებია. ასევე მან თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთისგან ქცევის შეცვლას ელოდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიალოგის შანსი მცირე, მაგრამ არსებობს. საქართველოსთვის კი ხელსაყრელია იქცეს არა განხეთქილების ვაშლად და საჯილდაო ქვად ორ ზესახელმწიფოს შორის, არამედ სწორედ კავკასიაში დაბალანსდეს რუსეთისა და ამერიკის ინტერესები და ორივე ქვეყანა თანაბრად იყოს დაინტერესებული მისი მშვიდობიანი ეკონომიკური განვითარებით.

ყველა ახალი ამბავი
0