ორშაბათსა და სამშაბათს თბილისის ცენტრში სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტება

© Sputnik / Alexander Imedashviliმანქანების მოძრაობა რუსთაველზე
მანქანების მოძრაობა რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილი იქნება მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩაზე და კოჯრის გზატკეცილზე.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik.  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თბილისის ქუჩებში გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს, იტყობინება შსს-ს პრეს-სამსახური.

კერძოდ: 31 ივლისის 10:00 საათიდან 1 აგვისტოს 17 საათამდე ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება ჭანტურიას ქუჩაზე.

31 ივლისის 20:00 საათიდან 1 აგვისტოს 16:00 საათამდე დაიკეტება რუსთაველის გამზირი.

მაიკ პენსი - Sputnik საქართველო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ივლისის ბოლოს ეწვევა

31 ივლისის 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება კოჯრის გზატკეცილზე, კოჯრიდან თბილისის მიმართულებით. ავტომანქანები იმოძრავებენ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზით.

მაიკლ პენსი საქართველოს 31 ივლისს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა ტურნეს ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავს ვიზიტებს ესტონეთსა და მონტენეგროში. პენსი საქართველოში რამდენიმე თვის წინ აშშ-ში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოიწვია. 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. 

ყველა ახალი ამბავი
0