თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. თბილისის ღამის კლუბი Bassiani საერთაშორისო პორტალ Hostelworld-ის ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო კლუბების ტოპ-ოცეულში შევიდა.
Hostelworld-ი — რეალური დროის რეჟიმში ჰოსტელების დაჯავშნის ონლაინ-სერვისია, რომლის ბაზაში მსოფლიოს 180 ქვეყნის 30 000 ჰოსტელია. სერვის hostelworld.com-ის მეშვეობით შესაძლებელია არამარტო ჰოსტელის ნომრის დაჯავშნა, არამედ ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად ოპტიმალური ტურის შერჩევა.
პორტალის რეიტინგში თბილისის კლუბი Bassiani პირველ სტრიქონში აღმოჩნდა.
"Bassiani — ყველაზე დიდი ტექნო-კლუბია თბილისში. ეს არის ბეტონის ლაბირინთი, რომელიც მდებარეობს ფეხბურთ ეროვნული სტადიონის, Dinamo Arena-ს ქვეშ. შაბათ დილას, მზის ამოსვლისას, მოედანზე შეგიძლიათ იხილოთ ორთქლის შლეიფი, რომელიც კლუბის საფეხურებს ასდის, სადაისც 1200-მდე ადამიანი ცარიელი საცურაო აუზის ირგვლივ იკრიბება", — წერს Hostelworld.
შემდეგ ტოპ-ოცეულში მოდის ბერლინის Berghain/Panorama Bar-ი (გერმანია), კიევის კლუბი Closer-ი (უკრაინა), პარიზის Concrete (საფრანგეთი), ტოკიოს Contact-ი (იაპონია), DC10 იბიცაზე (ესპანეთი), ამსტერდამის De School-ი (ჰოლანდია).
Hostelworld-ის ვერსიით საუკეთესო კლუბების სიაში ასევე შევიდნენ: კლუბი Faust-ი სეულში(სამხრეთკორეა), Goa რომში (იტალია), Kaiku ჰელსინკში (ფინეთი), Lux Fragil-ი ლისაბონში (პორტუგალია), Macarena მადრიდში (ესპანეთი), Nowadays-ი ნიუ-იორკში (აშშ), Opium-ი ვილნიუსში (ლიტვა).
Hostelworld-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ისეთი კლუბები, როგორებიცაა ლონდონის Phonox-ი და Sub Club-ი გლაზგოში (ბრიტანეთი),დიუსელდორფის Salon Des Amateurs-ი და ფრანკფურტის Robert Johnson-ი (გერმანია), ჩიკაგოს Smartbar-ი (აშშ) და Warung Beach Club-ი (ბრაზილია).