თბილისი მსოფლიოს იაფი ქალაქების ტოპ-ათეულში შევიდა

გამოწერა
რეიტინგის თანახმად, ყველაზე ძვირად აღიარებულია ანგოლის დედაქალაქი ლუანდა. ასევე საკმაოდ ძვირი ღირს ცხოვრება ჰონკონგში, ტოკიოში, ციურიხსა და სინგაპურში.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. თბილისი მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად ძვირი ქალაქების ათეულში შევიდა Cost of Living Survey 2017-ის რეიტინგით, რომელსაც საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Mercer-ი ადგენს.

მკვლევარებმა ხუთი კონტინენტის 209 ქალაქი შეისწავლეს და ცხოვრებისთვის აუცილებელი 200-ზე მეტი კომპონენტი შეადარეს: საცხოვრებელი, ტრანსპორტი, კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, გართობა და სხვ. 

ორიენტირად აღებული იყო ნიუ-იორკი, რომელსაც შედარდა კიდეც ყველა დანარჩენი ქალაქი.  

კაფე ძველ თბილისში - Sputnik საქართველო
რა ღირს ცხოვრება თბილისში?

რეიტინგის თანახმად, ყველაზე ძვირად აღიარებულია ანგოლის დედაქალაქი ლუანდა. ასევე საკმაოდ ძვირი ღირს ცხოვრება ჰონკონგში, ტოკიოში, ციურიხსა და სინგაპურში.

გარდა ამისა, უძვირესი ქალაქების ჩამონათვალში შევიდა: სეული, ჟენევა, შანხაი, ნიუ-იორკი და ბერნი.

თბილისი ყველაზე იაფი ქალაქების ათეულში ბოლო ადგილზე მოხვდა. შესწავლილ 209 ქალაქს შორის საქართველოს დედაქალაქმა 204-ე ადგილი დაიკავა.

Mercer-ის რეიტინგი ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველია და ყოველწლიურად დგება ტრანსნაციონალური კომპანიებისა და სხვა დამსაქმებლებისთვის, რათა მათ შეძლონ სამართლიანად გასცენ კომპენსაცია საერთაშორისო მივლენებებში წარგზავნილ თანამშრომლებზე.

ყველა ახალი ამბავი
0