სალვადორ დალის ულვაშმა ფორმა შეინარჩუნა

© AFP 2024 / LLUIS GENE სალვადორ დალის ნეშთის ექსგუმაცია
სალვადორ დალის ნეშთის ექსგუმაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფონდ „გალა - სალვადორ დალის" თანამშრომლები დიდი მხატვრის ნეშტის ექსჰუმაციის წინააღმდეგი იყვნენ.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ლეგენდარული მხატვარი-სიურრეალისტის სალვადორ დალის სხეული, მათ შორის, მისი ცნობილი ულვაში კარგად შენახული ყოფილა, იუწყება РИА Новости ფონდ „გალა — სალვადორ დალის" გენერალურ დირექტორზე ლუის პენიუელასზე დაყრდნობით.

დალის ნეშტის ექსჰუმაცია ჩატარდა პარასკევს, ათობით ჟურნალისტის თანდასწრებით, მამობის დადგენის მიზნით, მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მხატვარი დაკრძალულია სალვადორ დალის თეატრ-მუზეუმში კატალონიის ქალაქ ფიგერასში.

„ცხედარი იყო ბალზამირებული, ანუ მუმიფიცირებული. ამიტომაც განთქმულმა ულვაშმაც შეინარჩუნა ფორმა. ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო", — განაცხადა პენიუელასმა პრესკონფერენციაზე.

ექსჰუმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩატარდა, რომელმაც დააკმაყოფილა „წინასწარმეტყველის" სარჩელი, რომელიც ამტკიცებს, რომ დიდი მხატვარი მისი ბიოლოგიური მამა იყო. თითქოსდა პორტ-ლიგატში (ჟირონის პროვინცია) მხატვართან დედამისს საიდუმლო კავშირი ჰქონდა, სადაც ის ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახში მუშაობდა. პილარ აბელ მარტინესი კატალონიის ქალაქ ფიგერასში 1956 წლის 1 თებერვალს დაიბადა.

სალვადორ დალი და გალა - Sputnik საქართველო
გალასავით რომ გიყვარდეს ქალი.. შენც უნდა იყო ცოტათი ... დალი...

სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ამის დასადგენად ერთადერთი გზა არსებობს — დნმ-ის შედარებითი ანალიზის ჩატარება.

ექსჰუმაციისთვის საჭირო გახდა მუზეუმის იატაკის ტონა-ნახევრიანი ფილის აწევა, რომლის ქვეშ განისვენებს დალი, ნეშტის ექსჰუმაცია და ნიმუშების აღება. დნმ-ის ანალიზს ტოქსიკოლოგიის მადრიდის ინსტიტუტი ჩაატარებს.

ექსჰუმაციის პროცედურას ადამიანების შეზღუდული რაოდენობა ესწრებოდა: რამდენიმე სასამართლო ექსპერტი, მუზეუმის დირექტორი, ფიგერასის მერი, ჟირონის კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ფონდის ადვოკატი და სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები. პროცედურა დასრულდა პარასკევს, 00:40 საათზე.

ფონდ „გალა — სალვადორ დალის" წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ექსჰუმაციის ფაქტმა მათზე ძალიან იმოქმედა. „ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მოგვიწია", — განაცხადა ხუან მანუელ სევილიანომ.

სალვადორ დალი - Sputnik საქართველო
სალვადორ დალი: მე არ ვიღებ ნარკოტიკებს. მე თავად ვარ ნარკოტიკი!

სალვადორ დალის თეატრი-მუზეუმი 1983 წელს მან თავად შექმნა. მხატვარმა დაიბარა, რომ ის ისე დაკრძალონ, რომ საფლავზე ადამიანებმა სიარული შეძლონ, ამიტომ მისი ნეშტი თეატრ-მუზეუმის ერთ-ერთი ოთახის იატაკში ჩაატანეს. დალი 1989 წლის 23 იანვარს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეგენდარული მხატვარი-სიურრეალისტის მამობის დასადგენად ჩატარებული დნმ-ის ანალიზის შედეგები სექტემბრის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.

მამობის დადასტურების შემთხვევაში პილარს დიდი სიურრეალისტის გვარზე და საავტორო უფლებებზე ექნება პრეტენზია. ქალი სავალალო ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება, მას ადვოკატისთვის გადასახდელი ფულიც არ ჰქონდა.

ყველა ახალი ამბავი
0