„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა

გამოწერა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ადა მარშანიამ მოსკოვში ოპოზიციონერი დეპუტატების ვიზიტი შეაჯამა.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. რუსეთი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან პიდაპირი დიალოგის დამყარებაში, განაცხადა პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ადა მარშანიამ პრესკონფერენციაზე, მოსკოვში ვიზიტის შეჯამებისას.

ივლისის შუა რიცხვებში ოპოზიციონერი დეპუტატები გიორგი ლომია, ნატო ჩხეიძე და ადა მარშანია მოსკოვში რუს დეპუტატებს შეხვდნენ და მათთან საპარლამენტთაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ოპოზიციონერები, რომელთაც 150-კაციან პარლამენტში 6 ადგილი აქვთ, მოსკოვში საკუთარი ინიციატივით გაემგზავრნენ.

„მთავარი ძვრა, რომელიც სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით მოხდა, იყო ის, რომ პირველად 25 წლის განმავლობაში ორივე მხარემ ღიად განაცხადა, რომ თბილისი-სოხუმი-ცხინვალის პირდაპირი დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, სასარგებლო და შეიძლება გამოიღოს შედეგი. ეს არასდროს არ მომხდარა, და რუსულმა მხარემ დახმარება პირდაპირ შემოგვთავაზა, რათა თბილისს ჰქონდეს პირდაპირი საუბარი უშუალოდ სოხუმთან და ცხინვალთან, ყოველგვარი შუამავლის გარეშე“, — განაცხადა მარშანიამ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
თბილისში მოსკოვთან დიალოგის ახალი ფორმატის საჭიროებას ვერ ხედავენ

მისი თქმით, დუმის დეპუტატებთან პირველ შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათი მთავარი ინტერესია — საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების გადაწყვეტა.

„ჩვენ ხაზგასმით დავაფიქსირეთ, რომ ყოველთვის, რამდენჯერაც შევხვდებით, ყოველთვის ვისაუბრებთ სწორედ სოხუმზე, სწორედ ცხინვალზე და სწორედ საზღვრებზე“, — ხაზგასმით აღნიშნა მარშანიამ.

საუბრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა ნატოს საკითხი იყო. მარშანიას თქმით, ქართველმა დეპუტატებმა რუსი კოლეგები დაარწმუნეს იმაში, რომ ვერავინ ვერასდროს ვერ გამოიყენებს საქართველოს ტერიტორიას რუსეთზე ან სხვა მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმისთვის.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
ადა მარშანია: საქართველო–რუსეთის პარლამენტთშორისი ჯგუფი სექტემბერში დაიწყებს მუშაობას

მნიშვნელოვან ძვრას უწოდა მარშანიამ იმას, რომ რუსმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ქართველი ოპოზიციონერების ახალ წინადადებას — დიალოგის ახალი ფორმატის — საქართველო-ნატო-რუსეთის შექმნის თაობაზე.

„შევთანხმდით იმაზე, რომ საუბარი იქნება იმ ზომებისა და გარანტიების შემუშავებაზე, რომლებიც რეგიონში თავდაუსხმელობას, საზღვრების უცვლელობას და მშვიდობას უზრუნველყოფს… არსებობს ფორმატი საქართველო-ნატო და იარსებებს კიდეც. საუბარია კიდევ ერთ ფორმატზე — საქართველო-ნატო-რუსეთი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, მიეძვნება თავდაუსხმელობას, უსაფრთხოებას და საზღვრებს“, — ხაზგასმით აღნიშნა მან.

ამასთან „პარტიოტთა ალიანსი“ არ არის წინააღმდეგი რუსეთთან დიალოგის ამჟამად მოქმედი ფორმატების — ჟემევის მოალპარაკებების და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრების. მაგრამ, მარშანიას თქმით, ბოლო 25 წლის განმავლობაში პრობლემების გადაჭრის კუთხით არანაირი ძვრა არ ყოფილა.

„ამჟამად სრულიად სხვა მიდგომაა საჭირო. რაც შეიძლება მეტი ფორმატია საჭირო. გადაწყდა, რომ ჩვენი ჯგუფი — ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს დიალოგის ჯგუფია და არა მეგობრობის ჯგუფი, ვინაიდან, გასაგები მიზეზების გამო, ჩვენი ურთიერთობები ჯერჯერობით არ არის მეგობრობის დონეზე… დიალოგი შედგა და ეს ჯგუფი სექტემბრიდან ყოველთვიურად იმუშავებს“, — განმარტა ადა მარშანიამ.

საქართველოში რუსი დეპუტატების მომავალი ვიზიტის კომენტირებისას, მან განაცხადა, რომ არ იცის, ის როდის შედგება. იმის შესახებ, რომ რუსი დეპუტატები საქართველოში წამოსვლას აპირებენ, მანამდე დსთ-ის საქმეებში სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

ოფიციალურმა თბილისმა უკვე განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ფორმატის შექმნის საჭიროება არ არსებობს. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი ჟენევის დისკუსიების და ასევე ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ხორციელდება.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0