ადა მარშანია: საქართველო–რუსეთის პარლამენტთშორისი ჯგუფი სექტემბერში დაიწყებს მუშაობას

© Sputnik / Denis Aslanov„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პრესკონფერენცია
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატები მოსკოვში რუს დეპუტატებს შეხვდნენ, რა დროსაც მკვეთრად გააკრიტიკეს ქართველი კოლეგები.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. დიალოგის ჯგუფი, რომლის შექმნის თაობაზეც საქართველოს ოპოზიციონერი დეპუტატები და რუსეთის სათათბიროს დეპუტატები შეთანხმდნენ, მუშაობას სექტემბერში შეუდგება, განაცხადა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ადა მარშანიამ პრესკონფერენციაზე. 

© Sputnik / Denis Aslanovადა მარშანია
Депутат парламента от фракции Альянс патриотов Грузии Ада Маршания - Sputnik საქართველო
ადა მარშანია

ივლისის შუა რიცხვებში ოპოზიციონერი გიორგი ლომია, ნატო ჩხეიძე და ადა მარშანია მოსკოვში რუს დეპუტატებს შეხვდნენ, რა დროსაც მკაცრად გააკრიტიკეს ქართველი კოლეგები. ვიზიტის შედეგები ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ დააჯამეს.  

„გადაწყდა, რომ ჩვენი ჯგუფი — ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს დიალოგის ჯგუფია და არა მეგობრობის ჯგუფი, ვინაიდან, გასაგები მიზეზების გამო, ჩვენი ურთიერთობები ჯერჯერობით არ არის მეგობრობის დონეზე… დიალოგი შედგა და ეს ჯგუფი სექტემბრიდან ყოველთვიურად იმუშავებს“, — განმარტა ადა მარშანიამ.

რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტის თემის კომენტარისას დეპუტატმა განაცხადა, რომ არ იცის, როდის შედგება ეს ვიზიტი. იმის თაობაზე, რომ რუსი დეპუტატები საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ, რუსეთის სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებიდან გახდა ცნობილი.

თბილისი - Sputnik საქართველო
რუსეთის დუმის დეპუტატები საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური თბილისი ვერ ხედავს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალი ფორმატის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0