რუსეთის დუმის დეპუტატები საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ

გამოწერა
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები ქართველ ოპოზიციონერ დეპუტატებთან დიპლომატიის, ეკონომიკისა და ვიზის საკითხების განხილვას გეგმავენ.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები მრავალი წლის განმავლობაში პირველად ჩავლენ საქართველოში და შეხვდებიან იმ ქართველ დეპუტატებს, ვისგანაც ეს წინადადება მიიღეს, იუწყება გაზეთი „იზვესტია" დსთ-ის საქმეებში სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარეზე ლეონიდ კალაშნიკოვზე დაყრდნობით.

11 ივლისს რუს დეპუტატებს მოსკოვში შეხვდნენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია, ფრაქციის წევრი ადა მარშანია და იურიდიულ საკითხთა საპარალამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნატო ჩხეიძე. ქართველი კოლეგების მხრიდან მათ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურეს.

„თბილისში აუცილებლად წავალთ. რუსი დეპუტატები მინიმუმ ათი წელი არ ყოფილან საქართველოში. ამასთან ერთად ასეთი კონტაქტები საკითხთა მთელი სპექტრის გადასაჭრელად არის საჭირო. შეხვედრებზე განიხილება დიპლომატიური ურთიერთობები, ეკონომიკა, შევეცდებით სავიზო საკითხების გადაჭრას. კარგია, რომ ეს ინიციატივა ორმხრივი იყო", — განაცხადა კალაშნიკოვმა.

ქართველი დეპუტატების შეხვედრები გოსდუმაში - Sputnik საქართველო
რუსი და ქართველი დეპუტატები საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფს შექმნიან

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა რუს დეპუტატებთან შეხვედრის შედეგების შეჯამებისას განაცხადეს, რომ საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რაც დუმის დეპუტატებმაც დაადასტურეს.

მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან სხვადასხვა დონეზე კონტაქტებისთვის მზადაა.

ამასთან, ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ფორმატის საჭიროება არ არსებობს. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი ჟენევის დისკუსიების და ასევე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ხორციელდება.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0