რუსი და ქართველი დეპუტატები საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფს შექმნიან

© photo: Sputnik / Maksim Blinovქართველი დეპუტატების შეხვედრები გოსდუმაში
ქართველი დეპუტატების შეხვედრები გოსდუმაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და რუსეთის დეპუტატებმა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესაძლებლობები განიხილეს.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს (დუმის) და საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ მოილაპარაკეს, იუწყება РИА Новости დსთ-ის საქმეთა სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვზე დაყრდნობით.

მოსკოვში ვიზიტის გამო, ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარლამენტის დეპუტატებმა თავისი კოლეგების მხრიდან მკვეთრი კრიტიკა დაიმსახურეს. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები არჩილ თალაკვაძე და სოფო ქაცარავა - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრი გახდა

ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ არაფორმალური საპარლამენტო ჯგუფი, ჯერჯერობით ის ვერ იქნება ფორმალური იმის გამო, რომ ჩვენი პარლამენტისგან განსხვავებით, რომელმაც მკაფიოდ გამოხატავს თავის პოზიციას იმის შესახებ, რომ მზად ვართ ამას დავუბრუნდეთ საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფში, საქართველოს პარლამენტი ამ მუშაობისთვის ჯერჯერობით მთლიანად მზად არ არის“, — განუცხადა კალაშნიკოვმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მხარეებმა ასევე სავიზო საკითხი განიხილეს.

„ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება გამარტივდეს სავიზო რეჟიმი, რა უნდა გაკეთდეს ამისათვის“, — აღნიშნა კალაშნიკოვმა.

ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია, ფრაქციის წევრი ადა მარშანია და იურიდიულ საკითხთა საპარალამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნატო ჩხეიძე. რუსულ მხარეს წარმოადგენდნენ კალაშნიკოვი და დსთ-ის საქმეების კომიტეტის წევრები ყაზბეგ ტაისაევი და არტიომ კავინოვი.

 

ყველა ახალი ამბავი
0