საქართველო და უკრაინა მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ

© FB / Aleksandre Jejelavaალექსანდრე ჯეჯელავა და პაველ კლიმკინი
ალექსანდრე ჯეჯელავა და პაველ კლიმკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის დელეგაცია იმყოფება.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა სამშაბათს განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი სახელწოდებით „განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს მთავრობისა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის თანამშრომლობის შესახებ" საქართველოში უკრაინული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან ერთად ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ".

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას უკრაინას და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს შორის რეალურ განწყობას ასახავს", — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პოროშენკოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ალექსანდრე ჯეჯელავა და ილხამ ალიევი - Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

მარგველაშვილმა ისტორიული უწოდა უკრაინელი ლიდერის ვიზიტს საქართველოში.

„ამ ვიზიტით პეტრო პოროშენკომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული მისცა ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის თანამშრომლობას", — აღნიშნა მარგველაშვილმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში საერთაშორისო არენაზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ პოტენციალზე და იმ თანამშრომლობის პოტენციალზე, რომელიც არსებობს ახალი აბრეშუმის გზის კონტექსტში. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან, ბევრ შესაძლებლობას იძლევა ამ თვალსაზრისით", — აღნიშნა მარგველაშვილმა.

გერდ მიულერი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო და გერმანია ინვესტიციებისა და განათლების სფეროში ითანამშრომლობენ

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის შესახებ განაცხადა.

„ეს არის ნდობის უმაღლესი ფორმა ქვეყნების ხელმძღვანელობებსა და ხალხებს შორის. სტრატეგიული პარტნიორობა განპირობებულია ასევე, ერთობლივი გამოწვევებით და საფრთხეებით. დიდ მადლობას ვუხდი ამ პარტნიორობისთვის", — განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში ვიზიტით მიიწვია.

პოროშენკო საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით 17 ივლისს ეწვია. ვიზიტის დროს მაღალი დონის შეხვედრები გაიმარტა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. უკრაინის ლიდერმა თბილისში აგრეთვე ქართულ-უკრაინული ბიზნეს-ფორუმი გახსნა.

ყველა ახალი ამბავი
0