საქართველო და გერმანია ინვესტიციებისა და განათლების სფეროში ითანამშრომლობენ

© FB / Георгий Квирикашвилиგერდ მიულერი და გიორგი კვირიკაშვილი
გერდ მიულერი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიის ხელისუფლებამ ქართულ მხარეს გერმანულ-ქართული ბიზნეს-ფორუმის ჩატარება შესთავაზა და ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებაში დახმარება აღუთქვა.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა გერდ მიულერმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საქართველოსა და გერმანიის წლის აღნიშვნა ბერლინში - Sputnik საქართველო
საქართველო-გერმანია: დიპლომატიური ურთიერთობების იუბილე და მეგობრობის გამტკიცება

მიულერი გერმანიაში ერთობლივი საინვესტიციო ფორუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც გერმანელ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების უკეთ გაცნობის საშუალებას მისცემს.

მიულერმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერის გაძლიერებისკენ.

უცხოელმა სტუმარმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას, რომელიც ითვალისწინებს: ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ რეფორმებს და სამუშაო ადგილების შექმნას, განათლების რეფორმას, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და მმართველობის რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობასა და მეტ გამჭვირვალობას.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო „აბრეშუმის გზის პროექტის“ განვითარების დეკლარაციას შეუერთდა

მიულერი საქართველოს 14 მაისს ესტუმრა საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ის უკვე შეხვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას.

2017 წელს საქართველოში აგრეთვე აღინიშნება პირველი გერმანული დასახლების დაარსების 200 წლისთავი. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს და საქართველოში გერმანიის საელჩო გაიხსნა.

საქართველო და გერმანია ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობენ.

ყველა ახალი ამბავი
0