საქართველოს პრემიერი თურქმენეთს ესტუმრება

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიაშხაბადი
აშხაბადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი ეწვია.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. უახლოეს მომავალში თურქმენეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

თბილისში ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი იმყოფება. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მომავალი ვიზიტის დეტალები.

კვირიკაშვილმა თურქმენეთის საგარეო საქმეა მინისტრი აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია, რომელიც თბილისში 2017 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მერედოვი ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა, შემდეგ ისინი პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ის პოზიტიური დინამიკა და მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც საქართველოსა და თურქმენეთს შორის ჩამოყალიბდა.

Airbus A330 - Sputnik საქართველო
საქართველო და თურქმენეთი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმდნენ

„ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს გამოხატული იქნა ძალიან მაღალი დონის ვიზიტებით, შეხვედრებით და დარწმუნებული ვარ, რომ აღებული ტემპით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს მივაღწევთ მომავალშიც", — განაცხადა ჯანელიძემ.

თურქმენეთი ძალიან დიდ როლს თამაშობს სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სატრანზიტო პროექტების განვითარების კუთხით, ხაზგასმით აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების, ორმხრივი ვაჭრობის და ტურიზმის საკითხებს.

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი, თურქმენეთის პრეზიდენტი ბერდიმ ხამმედოვი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენეთის პრეზიდენტს ხელახალი არჩევა მიულოცა

თურქმენეთის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოში მერედოვის ოფიციალური ვიზიტი 18 ივლისს დასრულდება.

თურქმენეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 1992 წლის 16 ივლისს დაამყარა. ქვეყნები თანამშრომლობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

საქართველოს ექსპორტმა თურქმენეთში 2017 წლის იანვარ-მაისში 5 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო საქართველოში იმპორტმა — 41,6 მილიონ დოლარს. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ ამ პერიოდში 46,6 მილიონი დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0